დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რესპუბლიკური მნიშვნელობის ზოგიერთი არქიტექტურული ძეგლის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.090.000.10.003.000.079 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №80
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
რესპუბლიკური მნიშვნელობის ზოგიერთი არქიტექტურული ძეგლის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო „ინტურისტი“, ქ. თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია“, სოფელ რიონში მდებარე „რიონჰესი“ ამოღებულ იქნეს რესპუბლიკური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხიდან და მოეხსნას მათ ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები