საბანკო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ

  • Word
საბანკო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.05.002.000.
  • Word
630
06/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
220.090.000.05.002.000.
საბანკო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №630

1997 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საბანკო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ

მოწონებულ იქნეს საბანკო სისტემაში განსახორციელებელი სრულმასშტაბიანი რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ბანკების მდგომარეობის გაჯანსაღებას, საბანკო სისტემის სრულყოფას, რესტრუქტურიზაციასა და უნიფიცირებას, აგრეთვე ინსტიტუციურ გარდაქმნებს, მისი გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის დონის ამაღლებას,საბანკო სისტემისადმი ნდობის აღდგენას, ბანკების როლის ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საკუთარი საკრედიტო რესურსების წარმოების სფეროში დაბანდებას.

ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებასა და განვითარებაში საბანკო სისტემის პოტენციალის სრულად გამოყენებისა და საქართველოს საბანკო ქვეყნად გადაქცევის მიზნით:

1. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ნ. ჯავახიშვილი), უზრუნველყოს:

ა) ბანკების გარდაქმნის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების 1998 წელს დასრულება;

ბ) ბანკების საქმიანობისა და ცალკეული სფეროების სათანადო ანალიზის შესრულების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო სისტემების შექმნა და ფულად-საკრედიტო სტატისტიკის ამსახველი ბიულეტენების 1998 წლის 1 აპრილამდე გამოცემა;

გ) საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების მიზნით ეფექტიანი საგადამხდელო სისტემისა და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი აღრიცხვა-ანგარიშგების, ახალი ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის 1998 წლის ბოლომდე დანერგვა.

2. მიღებული იქნეს ცნობად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1997 წლის 1 სექტემბრიდან 3 პროცენტული პუნქტით შეამცირა კომერციული ბანკებისათვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნათა მოცულობა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ორგანიზებულად განვითარებისა და ამ სფეროში კომერციული ბანკების საქმიანობის გაშლის მიზნით უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.

4. მმართველობის ადგილობრივმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა გაითვალისწინონ ბანკების დამოუკიდებლობა და არ დაუშვან მათ საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევა.

5. ეთხოვოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს მათ წინაშე მდგომი ამოცანებისა და ფუნქციების გათვალისწინებით უზრუნველყონ საბანკო სისტემის დახვეწა, სრულყოფა, განვითარება.

6. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს კოორდინაცია გაუწიოს კომერციული ბანკების მიერ პლასტიკური ბარათების დანერგვას.

7. ეთხოვოთ კომერციულ ბანკებს მათი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილონ მომსახურების გაუმჯობესებაზე, კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო საიდუმლოების დაცვაზე, ხელი შეუწყონ საბანკო სისტემიდან განზიდული რესურსების ბანკებში მოქცევას და უზრუნველყონ სწორი საპროცენტო პოლიტიკის განხორციელება როგორც მოზიდული სახსრების, ისე სესხების მიმართ.

8. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს პერიოდულად გამოაქვეყნოს მაღალი რეიტინგის მქონე ბანკების ნუსხა.

9. დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ვ. პაპავა), ფინანსთა სამინისტროს, ეთხოვოს ეროვნულ ბანკს შეიმუშაონ დამატებითი ღონისძიებები ბანკის გარეთ არსებული უკონტროლო ფულადი მასის საკრედიტო დაწესებულებებში მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით.

10. ეთხოვოს ეროვნულ ბანკს გააგრძელოს მუშაობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის სრულყოფისა და ამ სფეროში დასაქმებული კადრების გადახალისება-გადამზადების მიზნით.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ჯ.გახოკიძე), დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ა. იოსელიანი), ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ სამართალდაცვის ორგანოებისა და საბაჟო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ვალუტის შემოტანის აღკვეთის მიზნით.

12. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ბრძანებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში.

ე. შევარდნაძე