„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ნომერი 1086/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 13/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.012259
1086/1
09/10/2008
სსმ, 150, 13/10/2008
310060000.22.034.012259
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.012.259

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147

2008 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ბრძანებით (სსმ III, 11.08.2006, №107, მუხ. 1467) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე წესი განსაზღვრავს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და (მძიმეწონიანი) ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებას და ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის წესს.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციიდან შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.“;
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ქვეყნის ორი ან მეტი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას თანხმობა (რეკომენდაცია) გაიცემა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მათ შორის, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის მეშვეობით ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ერთი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ, ერთი ქალაქის საზღვრებში მარშრუტის გავლისას – ქალაქის საპატრულო პოლიციის მიერ.
9. საპატრულო პოლიციაში თანხმობის (რეკომენდაციის) გასაცემად გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის, მძღოლისა და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის სახელისა და გვარის, დატვირთულ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობის, ღერძზე დატვირთვის განაწილების, საერთო ფაქტობრივი წონის და სხვა პარამეტრების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) ჩვენებით, ასევე სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანით გაცილების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის უწყებასთან (რომელიც განახორციელებს გაცილებას) გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.“.
ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის (რეკომენდაციის) მისაღებად დაინტერესებულ პირს წერილობითი განაცხადით შეუძლია მიმართოს როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ასევე შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურს, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესით. ნებართვის მისაღებად შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაუგზავნოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მის მიერ ჩამოყალიბებული მოკლე აღწერილობა ნებართვის გაცემის თაობაზე. ელექტრონული ფოსტის საშუალებით, აღნიშნული მოკლე აღწერილობისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განიხილავს საკითხს და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს შესაბამის ნებართვას, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაეგზავნება შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელს. აღნიშნული თანამდებობის პირი ვალდებულია ასეთი ნებართვის ელექტრონული ფორმით მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ამობეჭდოს ელექტრონული ვერსია და საკუთარი ბეჭდით დაამოწმოს მისი სისწორე დედანთან, რომელსაც გადასცემს განმცხადებელს. ხოლო სხვა საშულებებით ნებართვის დედნის მიღების შემთხვევაში დაიტოვოს მისი ასლი და დედანი გადასცეს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონალური საპატრულო პოლიციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რეგიონალურ საპატრულო პოლიციას დოკუმენტები უკან დაუბრუნდება შესაბამისი შენიშვნების მითითებით.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხიდებზე, გზაგამტარებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლის პირობებს განსაზღვრავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ე. შარაშიძე