დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.22.034.011397 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.011.397
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ბრძანებით (სსმ III, 11.08.2006, №107 მუხ. 1467) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სიგრძით – 20 მეტრს (ავტომატარებელი (მათ შორის, ორ და მეტმისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრს, აგრეთვე, თუ ტვირთი გამოშვერილია ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტი სიდიდით.“.
2. წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დამცავი ავტომობილით გაცილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე ტვირთით მეტია 2.55 მეტრზე (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრზე) და ნაკლებია 3 მეტრზე;
ბ) სიგრძე მეტია 20 მეტრზე (ავტომატარებლისათვის (მათ შორის, ორ და მეტ მისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, შესახსრებული ავტობუსისათვის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრზე და ნაკლებია 24 მეტრზე;
გ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ზენორმატიული დატვირთვით.
შენიშვნა: დამცავი ავტომობილის მოძრაობის წესი და გადაზიდვის განხორციელებისას მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების ხერხები განისაზღვრება საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ნებართვის სპეციალურ განაკვეთში „განსაკუთრებული პირობები“.
6. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე აღემატება 4,0 მეტრს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 3,0 მეტრს;
გ) ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 24 მეტრს;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი;
ე) მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ, საგზაო პირობების, ინტენსივობის და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები