დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 25/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016004 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №47
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №72, 03.07.2010, გვ.6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირებას;
ვ) სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ ლიცენზიის პირობებისა და სავალდებულო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;“;
ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები