"ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
"ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 450150000.35.108.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
59
17/11/2010
სსმ, 57, 30/11/2010
450150000.35.108.016013
"ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/11/2010 - 30/12/2010)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2010 წლის 17 ნოემბერი

ქ. სენაკი

„ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების შესახებ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე             ბ. ნარმანია

დებულება

„ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის

ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის შესახებ“

ეს დებულება განსაზღვრავს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ჯგუფებისათვის ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქ. სენაკში ვარსკვლავი შეიძლება გაიხსნას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართული ჯგუფებისათვის.

2. ვარსკვლავი შეიძლება გაიხსნას სენაკის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და მაღალი ოსტატობისთვის.

3. უცხო სახელმწიფოში მოღვაწე ხელოვნების ქართულ ჯგუფებისათვის შეიძლება ქ. სენაკში გაიხსნას ვარსკვლავი განსაკუთრებული დამსახურებისთვის სენაკის წინაშე, ან სენაკის მუნიციპალიტეტში ხელოვნების ერთ-ერთი დარგის განმტკიცება-აღორძინების მიზნით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

    მუხლი 4. შუამდგომლობა (წინადადება)

1. ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის (წინადადების) აღძვრის უფლება აქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს.

2. ქ. სენაკში ვარსკვლავის გახსნის თაობაზე შუამდგომლობას (წინადადებას) თან უნდა ერთვოდეს წარდგენილი ხელოვნების ჯგუფის მოღვაწეობის ამსახველი სრული ბიოგრაფია და სხვა მასალები.

    მუხლი 6. შუამდგომლობის (წინადადების) განმხილველი ორგანო

1. მასალებს ვარსკვლავის გახსნის თაობაზე წინასწარი განხილვის წესით ამზადებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია და გადაწყვეტილებას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს.

2. საკრებულოს ბიურო განიხილავს სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას ვარსკვლავის გახსნის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინების თაობაზე.

    მუხლი 7. ვარსკვლავის გახსნა

1. ვარსკვლავის გახსნის თაობაზე შუამდგომლობის (წინადადების) დაკმაყოფილების შემთხვევაში საზეიმო ვითარებაში სსიპ სენაკის აკ. ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“  წინ გაიხსნება წარდგენილი ხელოვნების ჯგუფის სახელობის (შვიდქიმიანი) ვარსკვლავი.

2. ვარსკვლავის დამზადება ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. ვარსკვლავის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პერიოდულობა

ვარსკვლავის გახსნის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შუამდგომლობა (წინადადება) განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ყოველი წლის IV კვარტალში.