დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (,,საქსტანდარტი“) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისა და მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 10/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.077 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №78
2004 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის („საქსტანდარტი“) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისა და მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი („საქსტანდარტი“) ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოდ.
2. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ერთ თვეში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სააგენტოს დებულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები