დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 30/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.124.016018 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2010 წლის 19 ნოემბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და“გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 იანვრის №109 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ) და „დ) ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 1700 ლარი.“.
„დ) „ტოტალიზატორების, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 4500 ლარი;”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები