დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.08.002.016074 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9 51
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი;
ბ) 21-ე პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტში სიტყვების: ,,წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;” შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით მომსახურებას;”;
გ) ამოღებულ იქნეს 21-ე პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 25 ნოემბრიდან.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები