დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.08.002.016073 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9 50
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ.13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვების: ,,აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი.” შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,კადრების განკარგულებაში მყოფი პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე განსაზღვრული ვადით, მაგრამ არანაკლებ 2 თვისა.”;
ბ) მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ” ქვეპუნქტი:
,,ნ) თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშვნისას სამსახურის ვადის გასვლის გამო.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები