ქვეყნის სეისმური დაცვის 1998-2005 წლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქვეყნის სეისმური დაცვის 1998-2005 წლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.05.002.000.
  • Word
564
06/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
380.090.000.05.002.000.
ქვეყნის სეისმური დაცვის 1998-2005 წლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №564

1997 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქვეყნის სეისმური დაცვის 1998-2005 წლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ქვეყნის სეისმური დაცვის 1998-2005 წლების თანდართული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა.

2. პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა შემსრულებელმა უწყებებმა ამ ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული დავალებები შეიტანონ მათდამი დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სამუშაო გეგმებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესასრულებლად, 1998 წლიდან წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით, ყოველწლიურად გაითვალისწინოს დამატებითი დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში მუხლით – საერთო ხასიათის სახელმწიფო მომსახურება, რომელიც არ განეკუთვნება სხვა კატეგორიებს.

4. ქვეყნის სეისმური დაცვის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ქვეყნის სეისმური დაცვის მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე

გურამ შენგელაია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული ქვეყნის ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ჩეჩელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

რევაზ არველაძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი

გურამ გაბრიჩიძე – კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კომისიის სწავლული მდივანი

ერეკლე გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსი

გივი კეკელიძე – საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსი

ნუგზარ კვარაცხელია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე

მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე

თამაზ ჭელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

5. კომისიამ (ი. ფრანგიშვილი):

ა) ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემატიურად წარმოუდგინოს ინფორმაცია გაწეული სამეცნიერო და ორგანიზაციული მუშაობის შესახებ;

ბ) შეიმუშაოს მოსახლეობისა და მთავრობისათვის შეტყობინებისა და მათთან ურთიერთქმედების სისტემა სეისმური საშიშროების სხვადასხვა დონეზე;

გ) ორ თვეში წარმოადგინოს წინადადებები პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტის გარდა დაფინანსების სხვა წყაროების მოძიების შესახებ.

ე. შევარდნაძე