ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31.01.1433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 310060000.37.101.016010
  • Word
31.01.1433
22/11/2010
სსმ, 56, 29/11/2010
310060000.37.101.016010
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №31.01.1433

2010 წლი2 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 28- ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის თანდართული დროებითი წესი.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დროებითი წესის გადამზიდავებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                       . უგულავა

 

დანართი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის ფასის გადახდის დროებითი წესი

    მუხლი 1

წინამდებარე წესი, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან და დამატებებიდან გამომდინარე, არეგულირებს „მიკროავტობუსების საქალაქო მარშრუტებზე კონკურსში გამარჯვებული გადამზიდავებისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 15 ივნისის №01.04.04 დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული გადამზიდავების მიერ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №11–71 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნებართვის ფასის გადახდის უზრუნველყოფას.

    მუხლი 2

1. „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №11–71 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ ავტობუსზე, კატეგორიების მიხედვით, ყოველთვიურად განსაზღვრულია M2 კატეგორიისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო M3 კატეგორიისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით.

2 . ნებართვის ფასის გამოანგარიშება განხორციელდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 24 თებერვლის №3–18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 29 ოქტომბრის №29.11.1323 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გადამრავლებით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებართვის ფასის განაკვეთზე.

3 . გადამზიდავებმა, რომლებსაც ადმინისტრაციული აქტის (ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 15 ივნისის №01.04.04 დადგენილების პირველი პუნქტის) საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ სამგზავრო გადაყვანები, ნებართვის ფასის გადახდა განხორციელონ ყოველთვიურად, არა უგვიანეს გადახდის თვის 25 რიცხვისა (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300773283), საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ჩასა ტარებ ლი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი ნებართვის მფლობელების მიერ მომსახურების განხორციელების უფლებამოსილების მიღებამდე.

    მუხლი 3

წინამდებარე წესი მოქმედებს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი ნებართვის მფლობელების მიერ მომსახურების განხორციელების უფლებამოსილების მიღებამდე.

    მუხლი 4

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით.