დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისათვის ნორმატიული ბაზის სრულყოფის, სტრატეგიული დანიშნულების მსხვილი ობიექტების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის სისტემისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში ამონაგები თანხების გაზრდის ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-3/72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 26/03/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 020012003.49(6).000.000000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.496
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1-3/72-№1-№54-№11
1999 წლის 2 თებერვალი, 26 თებერვალი, 1 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისათვის ნორმატიული ბაზის სრულყოფის, სტრატეგიული დანიშნულების მსხვილი ობიექტების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის სისტემისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში ამონაგები თანხების გაზრდის ღონისძიებათა შესახებ
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისათვის ნორმატიული ბაზის სრულყოფის, სტრატეგიული დანიშნულების მსხვილი ობიექტების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის სისტემისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში ამონაგები თანხების გაზრდის მიზნით, ვბრძანებთ:
1. შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
– ი. ქავთვარაძე – სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი;
– ტ. კულულაშვილი – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯგუფის წევრი;
– ნ. ულუმბელაშვილი – ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჯგუფის წევრი;
– გ. ჩარკვიანი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
– ი. ღვალაძე – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მ.შ., ჯგუფის წევრი;
– ნ. დვალი – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის მ.შ., ჯგუფის წევრი (პასუხისმგებელი მდივანი);
– რ. ოქრუაშვილი – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მ.შ., ჯგუფის წევრი.
2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს:
2.1. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროგრამების შემუშავება.
2.2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური სრულყოფა.
2.3. საპრივატიზებოდ დასამტკიცებელ საწარმოთა სისტემატური განხილვა და პრივატიზებიდან მიღებული ამონაგები თანხების კონტროლის უზრუნველყოფა.
2.4. 1999 წლის თებერვლის ბოლომდე „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გაუმჯობესების, რესტრუქტურიზებისა და პრივატიზების პროცესის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება.
2.5. წინადადებების წარმოდგენა სააქციო საზოგადოებებში აქციათა (აქციონერთა) რეესტრის წარმოების ორგანიზების თაობაზე.
2.6. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრთან სახაზინო საწარმოებისა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა სიის განხილვა მათი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დადგენილი წესით შეტანის მიზნით.
2.7. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებიდან სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების და წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების, სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებისა და შემდგომი რეალიზაციის მექანიზმის შემუშავება და სახელმწიფოს კუთვნილი შემოსავლების აღრიცხვაზე და ამოღებაზე საგადასახადო ინსპექციიდან ინფორმაციის სისტემატური მოპოვება და ანალიზი.
2.8. სააქციო საზოგადოებების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენლის ინსტიტუტის სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა.
2.9. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სახელმწიფო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების და სემინარების სისტემატიური ჩატარება;
2.10. სახელმწიფო ქონების ეფექტურად სამართავად აუდიტორისა და საკონსალტინგო ინსტიტუტების, საკონკურსო პრინციპით შერჩევისა და გამოყენების მექანიზმის შემუშავება;
2.11. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების, მათ მიერ დაკავებულ მიწის ფართთან ერთად პრივატიზების ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშაოს საქართველოს 28.10.98 წ. №1662 – Iს კანონის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ და 28.10.98 წ. №1663 – Iს კანონის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ ქვენორმატიული აქტები.
2.12. საქართველოს პრეზიდენტის №603 განკარგულებით შექმნილ სამთავრობო კომისიის სხდომაზე საკითხების მომზადების უზრუნველყოფა.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველ მოადგილეს ი. ქავთარაძეს, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს ტ. კულულაშვილს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. ულუმბელაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. ჩარკვიანს.
მ. უკლება
ლ. ჭანტურია
დ. ონოფრიშვილი
ვ. პაპავა
დოკუმენტის კომენტარები