დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 29/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.149.016023 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2010 წლის 19 ნოემბერი
ქ. კასპი
„კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ბეს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები