„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.149.016022
  • Word
32
19/11/2010
სსმ, 56, 29/11/2010
010260010.35.149.016022
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    დ. მესროფაშვილი