სურსათით უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამის შესახებ

  • Word
სურსათით უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 340.000.000.05.002.000.
  • Word
527
22/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
340.000.000.05.002.000.
სურსათით უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №527

1997 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

სურსათით უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „სურსათით უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამა“, რომლის განხორციელების ვადად განისაზღვროს 14 წელი (1997-2010 წწ.), მათ შორის პირველი ეტაპის პირველი რიგის სამუშაოებისა – სამი წელი.

2. პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელ კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობები გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებლობათა ფარგლებში, აგრეთვე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს მელიორაციის დარგის არასაბიუჯეტო შემოსავლების, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საფუძველზე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან (კ. ზალდასტანიშვილი) ერთად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება პროგრამის რეალიზაციის მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) ხუთწლიანი და წლიური ინდიკატური გეგმების, აგრეთვე ბიუჯეტის პროექტების შედგენის დროს ზემოაღნიშნული პროგრამის შესასრულებლად შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინონ 1998-2000 წლებში გადაუდებელ ღონისძიებათა დაფინანსება.

ე. შევარდნაძე