საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილისშემდეგ)"

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილისშემდეგ)"
დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 19/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
  • Word
525
19/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 19/09/1997
010.330.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილისშემდეგ)"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №525

1997 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)

შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა დაკავებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით (სიკვდილის შემდეგ):

დავით ლოლუა – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

აბესალომ საჯაია – სენაკის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის მაიორი

გოჩა ქაშიბაძე – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი

გელა ღურწკაია – ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი.

ე. შევარდნაძე