დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების წლიური ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 221110, 22/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110012003.39(7).000.000000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო 110.012.003 397
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №289, №1-3/663, №142ს
1998 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების წლიური ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ
„ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის № 257 ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებთ:
დამტკიცდეს „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ“ წლიური ანგარიშგების ფორმა № 3-დ (თან ერთვის).
მ. ჭკუასელი
მ. უკლება
თ. ბერიძე
| კ ო დ ე ბ ი | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| საბუთების შემდგენი ორგანიზაციის (სტატისტიკური საიდენტიფიკაციო) | ტერიტორიის | დარგის (OKHX)-ით | ძირითადი საქმიანობის სეკ (NACE-001-97) | საკუთრების ფორმის | ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის |
|
|
|
|
|
|
|
ვის წარედგინება ფორმა № 3-დ
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დამტკიცებულია საქართველოს
მოქმედი საწარმოს დასახელება –––––– ფინანსთა სამინისტროს,
–––––––––––––––––––––––––––––––– სახელმწიფო ქონების მართვის
სრული მისამართი ––––––––––––––––– სამინისტროსა და
–––––––––––––––––––––––––––––––– სტატისტიკის სახელმწიფო
ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა დეპარტამენტის 1998 წლის 22
–––––––––––––––––––––––––––––––– ოქტომბრის № 289; № 1-3/663;
№ 142-ს ერთობლივი ბრძანებით
ძირითადი საქმიანობის სახე –––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––
ა ნ გ ა რ ი შ ი
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ წმნიდა მოგების განაწილების შესახებ 199 სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით
|
| სტრიქონის № | ზომის ერთეული | მაჩვენებლები |
| სახელმწიფო საკუთრების ხვედრითი წილი საწარმოში (ორგანიზაციაში) | 100 | % |
|
| სამეურნეო წლის მოგება | 200 | ლარი |
|
| მოგების გადასახადი ბიუჯეტში | 300 | ლარი |
|
| საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგება (სტრ.200-სტრ.300) | 400 | ლარი |
|
| მიმართულია: |
|
|
|
| წარმოების განვითარებაზე და სხვა ღონისძიებებზე | 410 | ლარი |
|
| დივიდენდების გაცემაზე | 420 | ლარი |
|
| მათ შორის სახელმწიფოს კუთვნილ დივიდენდებზე | 421 | ლარი |
|
საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––––––––––
მთ. ბუღალტერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
„ –––“ –––––––––––– 19 წ.
--------------------------
საფუძველი
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის № 257 ბრძანებულების შესაბამისად წარედგინება საქართველოს საგადასახადო ინსპექციას და მის ტერიტორიულ ორგანოებს წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად, (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს – წლიური ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის ვადებში დამტკიცებული ფორმის მიხედვით).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები