დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 516 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 15/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.030.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №516
1997 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისა და დაცვის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებული „საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიურ ენათა შესწავლის ხელშეწყობის პირობებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამა“.
2. აღნიშნული პროგრამით მიმდინარე სასწავლო წელს განსაზღვრულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყენებულ იქნეს ენის სახელმწიფო პალატის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 700 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, – ქვემო ქართლის მხარისათვის (რწმუნებულის ფონდი) – 350 ათასი ლარი და სამცხე-ჯავახეთის მხარისათვის (რწმუნებულის ფონდი) – 350 ათასი ლარი.
3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) ზემოაღნიშნული პროგრამა დამატებით გაითვალისწინოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996 -2000 წლების ინდიკატურ გეგმაში.
4. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) განახორციელოს პროგრამით დასახულ ღონისძიებათა კოორდინაცია.
5. სახელმწიფო პროგრამის შესრულების კონტროლი დაევალოთ საქართველოს განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს (მ. ჭკუასელი), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებში (ა. გერასიმოვი), ქვემო ქართლისა (ლ. მამალაძე) და სამცხე-ჯავახეთის (გ. ბარამიძე) სამხარეო ადმინისტრაციებს.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები