დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 501 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 12/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1997 წლის სექტემბერი, 12/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
1997 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად 1997 წლის მაის-ივლისში შესრულებულ სამუშაოებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
ღირსებით ორდენით:
ნოდარ ემუხვარი – საქართველოს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მთავარი ინჟინერი
შოთა მაისურაძე – სახელმწიფო ენერგოკომპანია „საქენერგოგენერაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
არველოდი ქარდავა – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ გვირაბგამყვანთა ბრიგადირი
მოველი ჭაავა – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“დირექტორი.
ღირსების მედლით:
როლანდ ადეიშვილი – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ უბნის უფროსი
ვლადიმერ იბრაგიმოვი – სახაზინო საწარმო „კაშხალმშენის“ დირექტორი თამაზ მაჭარაშვილი – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ ზეინკალი
იური ნაკაშიძე – სახაზინო საწარმო „ჰიდროსპეცგვირაბმშენის“ ზეინკალი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები