საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების უსაფრთხოების დაცვისა და მომსახურების შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების უსაფრთხოების დაცვისა და მომსახურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.05.002.000.
  • Word
499
11/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
310.140.000.05.002.000.
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების უსაფრთხოების დაცვისა და მომსახურების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრე ზიდენტის

ბრძანებულება №499

1997 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების უსაფრთხოების, დაცვისა და მომსახურების შესახებ

უკანასკნელ ხანს ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადაადგილების შეფერხებასთან დაკავშირებით სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში, მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, პორტებსა და ნავსადგურებში მოხდა ტვირთების კონცენტრაცია და უაღრესად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა (თ. აბულაძე) უზრუნველყოს შეფერხებით გამოწვეული ტრანზიტული ტვირთის საბაჟო ზედამხედველობის წესით „საქართველოში საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ ტერმინალებსა და საბაჟო საწყობებში განთავსება და მომსახურება.

დამატებითი სათავსოების საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს აუცილებელი ზომები მათი მოწყობისა და ორგანიზებისათვის.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე), მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ საბაჟო დეპარტამენტს აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში და ტრანზიტული სპირტის განთავსების ადგილებში უზრუნველყონ ტვირთების შენახვის, დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების გარანტიები.

3. ქ. ფოთის პორტში ტრანზიტული სპირტის მნიშვნელოვანი მოცულობის მიღება-კონცენტრაციის გამო ქ.ფოთის მერიამ (ვ. ზოდელავა), საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა ტრანსპორტის სამინისტროსთან (მ. ადეიშვილი) ერთად პორტის ტერიტორიის განტვირთვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად განახორციელონ სპირტით დატვირთული კონტეინერების სისტემატური გადატანა-განთავსება ფოთის ჰიდრომექანიკური ქარხნის ბაზაზე არსებულ საბაჟო ტერმინალში შემდგომი გადამისამართებისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საბაჟო დეპარტამენტმა ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად ერთ კვირაში საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშაონ ეთილის სპირტის შემოტანის, გადაადგილებისა და დასაწყობების დროებითი წესები.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლის ასიგნებათა ნაწილში გაითვალისწინოს სახელმწიფო საბაჟო საწყობების, ტერმინალებისა და სპეცსათავსების მეურნეობის განვითარებისათვის სახსრების გამოყოფა.

6. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ტრანზიტულ ტვირთებთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის შექმნილია შესაბამისი სამთავრობო კომისია.

 

 

ე. შევარდნაძე