ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესი-ს დამტკიცების შესახებ

  • Word
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესი-ს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 24/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
18/11/2010
სსმ, 153, 24/11/2010
300380000.16.009.016007
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესი-ს დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/11/2010 - 26/03/2015)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2010 წლის 18 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების წესი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე     გ. ჩალაგაშვილი

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშების წესი (შემდგომში წესი) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშებისა და დადგენის პროცედურებს.

2. ამ წესის მიხედვით ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში კომისია) წარადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი.

3. ამ წესით დასადგენ ნორმატიულ დანაკარგებში არ აისახება:

ა) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ავარიის შედეგად დაკარგული ბუნებრივი გაზის ოდენობა;

ბ) ახალი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის (ან მისი მონაკვეთის) მშენებლობის, აგრეთვე არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოს ჩატარების დროს მისი გაქრევის, გამოცდის, გაშვება-გამართვისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მუშა წნევის შესაქმნელად საჭირო ბუნებრივი გაზის ოდენობა;

გ) ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც განპირობებულია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის საკუთარი საჭიროებით;

დ) კომერციული დანაკარგები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის დანაკარგები ასახულ უნდა იქნეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და მიეკუთვნოს შესაბამისი სამუშაოების ღირებულებას.

    მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე.

2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ნორმატიული დანაკარგების დასაშვები ოდენობა.

3. ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრება ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის მიერ მიღებული ბუნებრივი გაზის წლიური მოცულობის მიხედვით პროცენტულ სიდიდეებში (%).

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნორმატიული დანაკარგები – ბუნებრივი გაზის დანაკარგების დასაშვები ოდენობა გაზსადენებისა და მოწყობილობების ნორმატიული ჰერმეტულობის პირობებში, რომელიც განპირობებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მოქმედების ტექნოლოგიითა და მისი საპროექტო სიმძლავრის გამოყენებით, განისაზღვრება ამ წესით და პასუხობს მოქმედი უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს;

ბ) გაზსადენებისა და მოწყობილობების ნორმატიული ჰერმეტულობა – ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, როდესაც დაცულია ბუნებრივი გაზის დასაშვები გაჟონვის ნორმები;

გ) ქსელის მიწისქვეშა ახალი მილსადენები – ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიწისქვეშა ნაწილის ის მილსადენები, რომელთა ექსპლუატაციაც დაწყებულია 1990 წლის შემდეგ;

დ) ქსელის მიწისზედა ახალი მილსადენები – ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიწისზედა ნაწილის ის მილსადენები, რომელთა ექსპლუატაციაც დაწყებულია 1995 წლის შემდეგ.

თავი II

ნორმატიული დანაკარგების ოდენობის განსაზღვრა

    მუხლი 4. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის განსაზღვრისათვის წარსადგენი მონაცემები

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ნორმატიული დანაკარგების ოდენობის განსაზღვრის მიზნით კომისიას წარუდგენს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბოლო საანგარიშო კალენდარული წლისათვის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის წლიურ მოცულობას (, კუბურ მეტრებში);

ბ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების (დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის) სიგრძეებს ( და  – კმ-ში);

გ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ახალი მიწისქვეშა მილსადენების სიგრძეს ( კმ-ში);

დ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ახალი მიწისზედა მილსადენების სიგრძეს ( კმ-ში);

ე) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიწისქვეშა მეტალოპლასტიკის მილსადენების სიგრძეს ( კმ-ში).

    მუხლი 5. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის განსაზღვრა

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ნორმატიული დანაკარგები (პროცენტებში მიწოდებული გაზის მოცულობიდან) განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

,

 

სადაც  არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ნორმატიული დანაკარგები (პროცენტებში მიწოდებული გაზის მოცულობიდან);

;

 

 – ქსელის მიწისზედა ახალი და მიწისქვეშა ახალი მილსადენებისა და მიწისქვეშა მეტალოპლასტიკის მილსადენების სიგრძეთა ჯამი ;

ბ) თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის სიგრძე აღემატება 1500 კმ-ს, ხოლო წლიური მოხმარება – 350 მლნ კუბურ მეტრს, მაშინ, საექსპერტო შეფასების საფუძველზე, ნორმატიული დანაკარგები კომისიის მიერ გამონაკლისის სახით შეიძლება განისაზღვროს მიღებული ბუნებრივი გაზის წლიური მოცულობის არა უმეტეს 9 %-ს ოდენობით.

    მუხლი 6. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში (დაბალი, საშუალო და მაღალი წნევა) ნორმატიული ჯამური დანაკარგების გადანაწილება

1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ჯამური ნორმატიული დანაკარგების აბსოლუტური სიდიდე  ტოლია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი დაბალი , საშუალო  და მაღალი  წნევების ქსელებში არსებული სრული დანაკარგების აბსოლუტური სიდიდეების ჯამისა და გამოისახება ფორმულით:

 

 

.

 

 

2. ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელში ტოლია:

 

 

,

 

 

სადაც  და , შესაბამისად, არის გაზსადენის ხვრეტიდან გაზის გამოფრქვევის სიჩქარის კოეფიციენტები, კერძოდ, , , სადაც , და  არის გაზსადენის ხვრეტებიდან გაზის გამოფრქვევის სიჩქარეები, შესაბამისად, დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის შემთხვევაში. რადგანაც  (გამოფრქვევა ხდება კრიტიკული სიჩქარის ზევით), ამიტომ .

3. ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის საშუალო წნევის გამანაწილებელ ქსელში ტოლია:           

 

.

 

 

4. ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის გამანაწილებელ ქსელში ტოლია:    

 

.

 

 

5. თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არ არის მაღალი წნევის ქსელი, მაშინ  და ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის დაბალი და საშუალო წნევის გამანაწილებელ ქსელებში, შესაბამისად, ტოლია:

 

;

 

.