დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 04/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.113 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №114
2004 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №482 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველ.ოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება;”.
2. მე-5 მუხლის ,,ძ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ამ სფეროში სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;”.
3. მე-11 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები