საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

  • Word
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 08/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
  • Word
490
08/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 08/09/1997
010.330.000.05.002.000.
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №490

1997 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაჰესის“ ფუნქციონირებაში შეტანილი დიდი წვლილისა და საქართველოს ენერგოსისტემაში ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

ღირსების ორდენით:

ილია მამალაძე – ელექტროენერგიის რეაბილიტაციისა და გადაცემის ქ. თბილისის დირექციის კავშირგაბმულობის და ტელემექანიკის სამსახურის უფროსი

ტოგო ხაბეიშვილი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაჰესის“ მთავარი ინჟინერი.

ღირსების მედლით:

აკაკი ბეჟანიშვილი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაჰესის“ დურგალი

ლევან ელიავა – საქართველოს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მთავარი ჰიდროტექნიკოსი

ვლადიმერ ძაგანაშვილი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაჰესის“ ოსტატი.

ე. შევარდნაძე