დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 19 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 479 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 02/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №479
1997 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 19 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. ერევანში 1997 წლის 19 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
ა) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
ბ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
გ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“;
დ) “შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს შორის ქართული ლარისა და სომხური დრამის ურთიერთკონვენტირებადობისა და კურსთა სტაბილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
– აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
– შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები