საქართველოს ნახშირის მრწველობის აღდგენისა და განვითარების შესახებ

  • Word
საქართველოს ნახშირის მრწველობის აღდგენისა და განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 29/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.370.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
457
24/08/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 29/08/1997
300.370.000.05.002.000.
საქართველოს ნახშირის მრწველობის აღდგენისა და განვითარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/1997 - 17/09/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №457

1997 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ნახშირის მრეწველობის აღდგენისა და განვითარების შესახებ

„საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულების შესაბამისად გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს „საქნახშირის“ საწარმოების კრიზისიდან გამოსაყვანად.

მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დარგის საწარმოებში კვლავ კრიზისულია და ნახშირის წილი ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში უმნიშვნელო. მძიმეა დასაქმებულ მშრომელთა სოციალური პირობები.

საქართველოს ნახშირის მრეწველობის ეტაპობრივი აღდგენის, ნახშირის სამომხმარებლო ბაზრის დაჩქარებული განვითარებისა და ენერგეტიკულ ბალანსში მისი ეფექტიანი ჩანაცვლების მიზნით საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს ნახშირის მრეწველობის აღდგენისა და განვითარების პროგრამა. ამ პროგრამით დასახულ ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ნახშირის მრეწველობის აღდგენისა და განვითარების პროგრამა“.

2. საქართველოში ნახშირის მრეწველობის აღდგენა და განვითარება და მის ბაზაზე ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა განისაზღვროს როგორც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა ჩაითვალოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ამოცანად და, გამომდინარე აქედან, შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ (ი. მენაღარიშვილი, კ. ზალდასტანიშვილი, დ. ზუბიტაშვილი, თ. ბასილია) განაგრძოს ამ საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მიმდინარე მუშაობა.

3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.ზუბიტაშვილი), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), „საქნახშირმა“ (უ. გურეშიძე) განიხილონ საქართველოში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხი და წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებანი.

მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ გამოცხადდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კონკურსი ადგილობრივ ნახშირზე მომუშავე ინდივიდუალური ღუმელებისა და თბოენერგეტიკული აგრეგატების შექმნისა და სრულყოფისათვის, აგრეთვე მათი უცხოური ანალოგების ადგილობრივ ნახშირთან ადაპტაციისათვის.

4. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ (თ.აგლაძე), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად განიხილონ მრეწველობის სხვადასხვა დარგში იმპორტული თხევადი და აირადი საწვავის ადგილობრივი ნახშირით მაქსიმალური ჩანაცვლების შესაძლებლობა მისი ტექნოლოგიური და ფინანსური უპირატესობის გათვალისწინების პირობით.

5. ნახშირის მოპოვებისა და მისი გამოყენების დიდი კაპიტალტევადობისა და მაღალი რისკიანობის გამო ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შესაბამისმა უწყებებმა კონკურსების, ტენდერების გამოცხადებისა და შედეგების შეჯამებისას განიხილონ იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტირებას ნახშირის მოპოვებისა და გამოყენების სექტორში და რომლებიც დაინტერესებული არიან მაღალეფექტიანი საპრივატიზაციო და საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციით, მიენიჭოთ ამ პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის უპირატესი უფლება.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სათანადო გაანგარიშების საფუძველზე, შესაძლებლობის ფარგლებში, გაითვალისწინონ სახსრების გამოყოფა შახტების აღდგენისა და განვითარების შემდგომი ეტაპის დაფინანსებაში მონაწილეობისათვის.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქნახშირისათვის“ მიმდინარე წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორი მილიონი ლარის შეუფერხებელი გამოყოფა.

8. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), ფინანსთა სამინისტრომ „საქნახშირთან“ და შესაბამის პროფკავშირულ ორგანიზაციებთან ერთად შეისწავლონ სამთო საწარმოებში ტრავმის გამო რეგრესული პენსიების გაანგარიშებისა და დარიცხვის არსებული წესი, გაცემის პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინონ შესაბამისი წინადადება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამთო საწარმოებში ტრავმის გამო რეგრესული პენსიების დაფინანსება ყოველწლიურად გაითვალისწინოს სახელმწიფო ბიუჯეტში „საქნახშირის“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე.

9. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „საქნახშირთან“ ერთად ერთ თვეში წარმოადგინონ წინადადებანი ნახშირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასებში გაყიდვის მიზანშეწონილობის, თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასებს შორის წარმოშობილი სხვაობის ზღვრული სიდიდისა და მისი დაფარვის მექანიზმის თაობაზე.

10. საქართველოს ნახშირის მრეწველობაში არსებული კრიზისის დაძლევის, დარგში რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და სამრეწველო პოტენციალის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად საჭირო რესტრუქტურიზაციის დაჩქარების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია თანდართული სიის მიხედვით. კომისიამ ორ თვეში წარმოადგინოს „საქნახშირის“ რესტრუქტურიზაციისა და ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა გეგმა.

11. რესტრუქტურიზაციის სამთავრობო კომისიამ ორ თვეში წარმოადგინოს წინადადება „საქნახშირის“ საწარმოებისათვის 1997 წლის 1 ივლისისათვის რიცხული საბიუჯეტო, სახელმწიფო სპეციალური ფონდების მიმართ დავალიანებათა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით შემოსული თანხებიდან „საქნახშირისათვის“ მიცემული სესხების და სხვა დავალიანებათა დაფარვის რესტრუქტურიზაციის მექანიზმის შესახებ.

12. საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ მ. გვიშიანმა საქართველოს მთავრობის მიერ „საქნახშირის“ დეპარტამენტისათვის სამობილიზაციო რეზერვების ნორმატივის დამტკიცების შემდეგ ნორმატივის გადამეტებით არსებული სამობილიზაციო რეზერვის მატერიალური ფასეულობანი გადასცეს დეპარტამენტ „საქნახშირს“, ხოლო აღნიშნულ ფასეულობათა ღირებულება, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 აგვისტოს №514-33 დადგენილებისა, გადახდილ იქნეს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაწყებული 1998 წლიდან 1999 წლის ბოლომდე.

13. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გამგეობაში შეიქმნას ბიუჯეტის დაფინანსებაზე  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ საქნახშირი“.

ე. შევარდნაძე

 

დანართი

„საქნახშირის” რესტრუქტურიზაციის სამთავრობო კომისია

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ზუბიტაშვილი – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, თავმჯდომარის მოადგილე

თამაზ აგლაძე – საქართველოს მრეწველობის მინისტრი

ბადრი არაბიძე – სახელმწიფო საწარმო “ტყიბულ-ნახშირის” გენერალური დირექტორი

რამაზ ბოჭორიშვილი – საქართველოს ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

თემურ გოჩიტაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

უშანგი გურეშიძე – „საქნახშირის” დეპარტამენტის თავმჯდომარე

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

ალექსანდრე კახიძე – საქართველოს სამთო-მაშველი ნაწილების უფროსი

გელა კობერიძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე მესხიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილების რეფერენტი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ავთანდილ სილაგაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

თენგიზ ქუთათელაძე – შპს ინსტიტუტ „საქშახტპროექტის” დირექტორი

არჩილ ღოღობერიძე – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი

თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში

დავით ცირეკიძე – ქ. ტყიბულის მერი

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

სახელმწიფო კანცელარიის

უფროსი                                                                                                                    პ. მამრაძე

საქართველოს ნახშირის მრეწველობის აღდგენისა და განვითარების პროგრამა

შესავალი

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ნახშირის მრეწველობა ღრმა კრიზისშია. 1990 წლიდან ნახშირის მოპოვების დონე შემცირდა 1100 ათასი ტონიდან 23ათას ტონამდე, მოხმარების დონე კი 1000 ათასი ტონიდან 20 ათას ტონამდე.ამჟამად მოქმედი შახტების საწარმოო სიმძლავრეები მხოლოდ 3-5 პროცენტითაა დატვირთული, რაც, ერთი მხრივ, ზრდის ტყიბულის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ დაძაბულობას, მეორე მხრივ კი გამოუყენებელი რჩება ნახშირის მოხმარების ფართო შესაძლებლობები ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ფუნქციონირების მდგრადობის და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად. წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია ნახშირის მრეწველობის ამოქმედებისა და წარმოების სტაბილიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებები უახლოესი პერიოდისათვის და გრძელვადიანი განვითარების ამოცანები.

საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ, სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის კონცეფციის ფარგლებში, ნახშირის მრეწველობის განვითარება აღიარებულ იქნეს ერთ-ერთ პრიორიტეტად, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და ხელშემწყობი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში უნდა გამოიხატოს.

ნახშირის საბადოებიდან ამჟამად პერსპექტიულად მიჩნეულია მხოლოდ „ტყიბულ-შაორის“ საბადო, სადაც თავმოყრილია საქართველოში ნახშირის დაძიებული მარაგების დაახლოებით 80 პროცენტი.

ტყვარჩელის საბადოზე ნახშირის მოპოვების რეაბილიტაცია დაკავშირებულია აფხაზეთის საკითხის პოლიტიკურ მოწესრიგებასთან, რაც იქ ამჟამად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოესი პერიოდისათვის ნაკლებად სავარაუდოა. ამ პერიოდში ასევე გაუმართლებელია ახალციხის საბადოზე ნახშირის მოპოვების აღდგენა მურა ნახშირზე მომხმარებლის არარსებობის გამო. მომავალში შეიძლება განხილულ იქნეს ახალციხის საბადოს ნახშირის ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომუშავე თბოელექტოსადგურის ან ეკოლოგიურად სუფთა ბრიკეტების საწარმოს მშენებლობა.

ამასთან, საჭიროა უკვე შესწავლილ საბადოებზე ნახშირის დადგენილი მარაგების დაზუსტება და პერსპექტიული საბადოების დაძიება არსებულ ზოგად გეოლიგიურ მონაცემებზე დაყრდნობით.

„ტასისის“ პროგრამის ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში მომზადებული "ნახშირის მრეწველობის განვითარების ტექნიკური, კომერციული და ფინანსური საშუალედო ბიზნეს-გეგმა" კორექტირებულ უნდა იქნეს წინამდებარე პროგრამის გრძელვადიანი იდეოლოგიის გათვალისწინებით. შემდგომში პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში აუცილებელი იქნება აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილების დეტალური სამუშაო პროექტების დამუშავება და რეალიზაცია.

1. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები

უახლოესი პერიოდისათვის, რომელიც ითვალისწინებს საწარმოთა ამოქმედებას და წარმოების სტაბილიზაციას და მოიცავს დაახლოებით 5 წელს, დღევანდელი მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ძირითადი პრიორიტეტია არსებული საწარმოო სიმძლავრეების ეფექტური რეაბილიტაცია დარგის რესტრუქტურიზაციის, წარმოების მოდერნიზაციისა და სამუშაოთა ეკონომიურად ყველაზე ეფექტურ უბნებზე კონცენტრაციის საფუძველზე. ამით მიიღწევა ნახშირის მოპოვების განახლება და პროდუქციის ყველა ტექნიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული მაჩვენებლების დაცვა ამჟამად არსებული სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე საფუძველი ჩაეყრება ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისებას. გრძელვადიანი პერიოდისათვის ძირითადი სტრატეგიული ამოცანა მისი მოხმარების ზრდის თვალსაზრისით არის ნახშირის თბოელექტროსადგურის ნედლეულით უზრუნველყოფა, რომელიც მიზანშეწონილია აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს წარმოების სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ.

ნახშირის მწარმოებელი სიმძლავრეების ამოქმედების და წარმოების სტაბილიზაციის პერიოდი, ერთი მხრივ, ორიენტირებულია მოპოვებული ნახშირის საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროსა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში გამოყენებაზე, მეორე მხრივ, კი ითვალისწინებს ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის დაკმაყოფილებას. ამასთან, ნახშირის ეფექტური გამოყენების სფეროები, რომლებიც დაამტკიცებენ თავიანთ სიცოცხლისუნარიანობას, შენარჩუნებულ იქნება თბოელექტროსადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგაც.

პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე ორიენტაცია აღებულია ნახშირის მოპოვებისა და მოხმარების თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

2. ნახშირის მრეწველობის ამოქმედებისა და წარმოების სტაბილიზაციის ღონისძიებათა გეგმა

ნახშირის მრეწველობის საწარმოთა ამოქმედებისა და წარმოების სტაბილიზაციის ღონისძიებებით გათვალისწინებულია ნახშირის მოპოვების აღდგენის შესაძლო მასშტაბები სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებისა და შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფის შემთხვევაში.

ქვეყნის შიგნით სამომხმარებლო ბაზრის აღდგენისათვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეშის დამზადების მიზნით ხე-ტყის უკანონო ჭრის და მისი დატაცების აღკვეთა, რაც, ერთი მხრივ, გადაარჩენს საქართველოს ტყეებს, მეორე მხრივ კი მოხდება მისი ჩანაცვლება ნახშირით.

პარალელურად საჭიროა ქალაქებსა და რაიონებში იმ საქვაბე მეურნეობის სიმძლავრეების პასპორტიზაცია და აღდგენა, რომლებიც არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. ამასთან,უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს მცდელობები საშენი მასალების საწარმოებისა და ჩაის ფაბრიკების ადგილობრივ ნახშირზე გადასაყვანად.

კრიზისიდან გამოსვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად არსებული მექანიზმების, მანქანა-მოწყობილობების, დანადგარების მთლიანი ან ნაწილობრივი შეცვლით და არსებული გვირაბების აღდგენით, პირველ ეტაპზე შესაძლებელია ნახშირის მოპოვების მნიშვნელოვანი გაზრდა 500-600 ტონამდე დღე-ღამეში, შემდგომში კი მუშაობის სტაბილიზაციისა და დამატებითი ინვესტიციების შემთხვევაში 2000-2500 ტონამდე დღე-ღამეში. ეს უკანასკნელი მოითხოვს საბადოს დამუშავების გენერალური სქემის შემუშავებას ახალი პირობების გათვალისწინებით.

ტყიბულის შახტების საბალანსო და საწარმოო მარაგები, საწარმოო სიმძლავრეები მოცემულია №1 დანართში.

პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია სამუშაოთა კონცენტრაცია ე. მინდელის სახელობისა და იმერეთის შახტების ველებში.

№1-6 ცხრილში მოცემულია ნახშირის მრეწველობის საწარმოთა ამოქმედებისა და წარმოების სტაბილიზაციის გეგმის განხორციელების სავარაუდო ვადები და ძირითადი პროდუქციის წარმოების შესაძლო მაქსიმალური მოცულობები,ხოლო გასატარებელ ღონისძიებათა დეტალური პროგრამა მოცემულია №2 დანართში.

 

 

 

ცხრილი №1

 

მაჩვენებლები

ეტაპები

სავარაუდო ჯამური მწარმოებლობა ათასი . წელიწადში

განხორციელების სავარაუდო ვადები

1-ლი ეტაპი (იმერეთისა და

. მინდელის სახელობის შახტების აღდგენა, დეპარტამენტის სტრუქტურული ორგანიზაცია)

100

1997-1998 წწ.

მე-2 ეტაპი

 

 

1-ლი საფეხური

150-350

1999-2000 წწ.

მე-2 საფეხური

500-700

2001-2002 წწ.

 

 

 

 

3. საბაზრო გარემოს ფორმირება

ნახშირის მრეწველობის აღდგენის პირველ ეტაპზე ნახშირის მიწოდება მოხდება მოსახლეობისა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო სექტორის საქვაბეების, კირის, აგურისა და ჩაის საწარმოებისათვის, ეროვნული არმიის ნაწილებისათვის, რაც რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე დაახლოებით 60 ათასი ტონის ფარგლებში ცვალებადობს.

ბაზრის აღნიშნული სეგმენტის აღდგენისა და გაფართოებისათვის საჭიროა ნახშირის პროდუქციის ხარისხის რადიკალური გაუმჯობესება როგორც მისი მოპოვების, ასევე გამდიდრების პროცესში; ნახშირის წვრილი ფრაქციის და შლამების დაბრიკეტების ორგანიზაცია; თანამედროვე და მაღალეფექტური საყოფაცხოვრებო ღუმელებით, თბოენერგეტიკული აგრეგატებით მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების მოთხოვნათა დაკმაყოფილება; არსებულ საქვაბეებში ნახშირის წვის თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ნახშირის წინასწარი დეგაზაციის, „მდუღარე შრეში“ წვის და სხვათა ფართო დანერგვა, ამ სფეროებში ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზება; საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მიღწეულ იქნეს ნახშირზე მომუშავე თანამედროვე მაღალეფექტური ღუმელების და თბოენერგეტიკული აგრეგატების ადგილზე წარმოების ორგანიზაციით ან არსებული უცხოური ანალოგების ადაპტაციის და მათი ფართო გამოყენების შემთხვევაში.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისად გამიზნული სარეკლამო კომპანიის სწორად ორგანიზაციას, ქვეყანაში სათბობის ახალი ბალანსის ჩამოყალიბების პროცესზე ხელისუფლების მხრიდან საბაზრო და ადმინისტრაციულ ზემოქმედებათა სწორ ურთიერთშეხამებას.

შემდგომ ეტაპზე სამომხმარებლო ბაზრის ფორმირებაში დამატებით უნდა იქნეს გათვალისწინებული ნახშირის გამოყენება ახალ საქვაბეებსა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, მათ შორის საშენი მასალების წარმოებაში მისი გამოყენების თანდათანობით აღდგენა და სხვა ტექნოლოგიური მიზნებისათვის. პარალელურად საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება მეზობელ ქვეყანაში ნახშირის ექსპორტის გასაფართოებლად.

№2 ცხრილში მოცემულია ნახშირის პროდუქციის სავარაუდო რეალიზაციის მოცულობების 5-წლიანი პროგნოზი, მისი გამოყენების სხვადასხვა სფეროების გათვალისწინებით.

 

 

 

ცხრილი №2

 

 

მოხმარების დონე ათ.ტ/წ

I წელი

II წელი

III წელი

IV წელი

V წელი

მოსახლეობისა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო სექტორი

40

60

70

80

80

ექსპორტი

10

20

20

20

20

მრეწველობა

10

20

60

100

100-150

თესი

150

300

450

სულ

60

100

300

500

650-700

 

1997-1998 წლების სეზონისათვის უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადები: რკინიგზის დეპარტამენტს – 2500 ტ, სს „ჭიათურმანგანუმს“ – 5000 ტ, შინაგან საქმეთა სამინისტროს – 1200ტ, კასპის აგურის ქარხანას – 6000 ტ., თავდაცვის სამინისტროს – 2100 ტ, ცეკავშირს – 3200 ტ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ნახშირის მოხმარება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში,ასევე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში კოქსის წარმოების აღდგენის შემდეგ.

4. გრძელვადიანი სტრატეგიის პრიორიტეტები

გრძელვადიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ნახშირის მრეწველობის ფართო განვითარებას ახალი თაობის ენერგეტიკულად ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოელექტროსადგურის საწვავით უზრუნველსაყოფად, რისთვისაც მოთხოვნილების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება აგრეთვე ტყიბულ-შაორის საბადოს აუთვისებელი დამატებით საბალანსო მარაგები (დანართი №3).

გრძელვადიანი პერიოდისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ტყიბულ-შაორის საბადოს კომპლექსური ათვისება და არსებული თანმდევი წიაღისეულის, მათ შორის საწვავი აირ-მეთანის მოპოვება და გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით.

ნახშირის მოხმარებისა და მასზე მოთხოვნილების ზრდის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება საქართველოს ნახშირის სხვა საბადოების ათვისების აუცილებლობაც. სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის ადგილობრივი ნახშირით ნაწილობრივი შევსების დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია უზრუნველყოფს მომხმარებელთა ეკონომიკურ სარგებელს და შესაბამის სოციალურ ეფექტს, ამასთან, მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ბალანსის დეფიციტს.

5. ბუნების დაცვა, გარემოს გაჭუჭყიანების და უსაფრთხოების კონტროლი

ნახშირის მრეწველობის აღორძინების მასშტაბი და მიღებული სათბობის გამოყენების სფეროები გათვალისწინებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

ასეთი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ნახშირის მოპოვების მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას, არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ნახშირის წვის დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების გამოყოფის შეზღუდვას დადგენილ დასაშვებ სიდიდემდე. ნახშირის მოპოვებისა და გამოყენების მასშტაბების ზრდის კვალობაზე გათვალისწინებულია მუდმივი მონიტორინგის განხორციელება რათა მინუმუმამდე იქნეს დაყვანილი ამ პროცესის თანმხლები ნეგატიური გავლენა გარემომცვლელ ეკოსისტემაზე, ნახშირის წვის ახალი ტექნოლოგიების ათვისება დაიშვება მხოლოდ გარემოს დაცვის სამსახურის შესაბამისი ეკოლოგიური დასკვნების საფუძველზე.

6. მთავრობის მხარდაჭერა და გავლენა

მთავრობის მხარდაჭერა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება ნახშირის მრეწველობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნაში. საჭიროა დაჩქარდეს „ნახშირის შესახებ" კანონის შემუშავება და მიღება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ნახშირის როგორც მნიშვნელოვანი ადგილობრივი ენერგომატარებლის ენერგეტიკისა და ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში პრიორიტეტულ გამოყენებას.

ტყიბულ-შაორის საბადოს საბალანსო და სამრეწველო მარაგების მდგომარეობა შახტების

მიხედვით 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (ათასი ტონა)

დანართი №1

ტყიბულ შაორის საბადოს საბალანსო და სამრეწველო მარაგების მდგომარეობა შახტების მიხედვით 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (ათასი ტონა)

საბადოს ჰორიზონტების და შახტის დასახელება

წლიური საპროექტო სიმძლავრე

წლიური საწარმოო სიმძ. დღეისათვის

ნახშირის მარკა

საბალანსო მარაგები. სამრეწველო მარაგები

სულ

.. "" კატეგორიის

სულ

გახსნილი მარაგები მოპოვებისათვის

ექსპლ. აშვების წესი

იმერეთის შახტი

600

390

"გ"

2567

738

1925

1532

253

18

19422

დასავლეთ-2 უბანი

"გ"

40372

12428

33912

358

 

 

 

დასავლეთ შახტი

300

110

"გ"

6448

3547

6030

576

171

8

1942

აღმოსავლეთ-2 მინდელის სახ. შახტი

600

300

"გ"

48289

14236

40304

7369

76

40

1979

წულუკიძის სახ.შახტი

300

300

"დ"

466

466

302

302

24

19

1948

სულ ტყიბულის შახტები

 

 

 

98142

31374

81373

10247

524

75

 

.. მარკა ""

 

 

"გ"

97676

31048

81171

9845

500

56

 

"დ"

 

 

"დ"

466

466

302

302

24

19

 

დანართი №2

მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდის დაგეგმვის ღონისძიებათა დეტალური პროგრამა

ამჟამად მოქმედ „დასავლეთ“ და გ.ა. წულუკიძის სახელობის შახტებს ნახშირის მარაგების სიმცირისა და მათი მაღალი ნაცრიანობის გამო განვითარების პერსპექტივა არ გააჩნიათ და ინვესტიციების აკუმულირება ამ ობიექტებზე გაუმართლებელია. დეპარტამენტ „საქნახშირის“ დაგეგმილი სტრუქტურული ორგანიზაციის საბოლოო შედეგებამდე მიზანშეწონილია ამ შახტების პერსონალი გამოყენებულ იქნეს ე. მინდელისა და „იმერეთის“ შახტების დასაკომპლექტებლად სამუშაოთა კონცენტრაციის პროცესში.

ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ შესასრულებელ სამუშაოთა ხვედრითი მოცულობებისა და შესაბამისი ინვესტიციების მოცულობების მიხედვით აშკარა უპირატესობა ეძლევა იმ ვარიანტს, როცა "იმერეთის" შახტი განაგრძობს ნახშირის მოპოვების სამუშაოებს საშახტო ველის აღმოსავლეთ ფრთაზე №15, №17, №19 გამოსაღებ ველებში – 200 და 300 მეტრ ჰორიზონტებს შორის სართულზე. შემდგომი განვითარება სამთო სამუშაოებისა აღმოსავლეთ ფრთაზე იმერეთის“ შახტის მიერ ტექნიკური აშლილობების (საბელასურის ნასხლეტი) გამო მიზანშეწონილი არ არის და აქ სამთო სამუშაოების განვითარება მოხდება მინდელის სახელობის საშახტო ველიდან + 350 +275 მეტრ ჰორიზონტებს შორის. „იმერეთის“ შახტი თავისი მარაგების №15,№17, №19 გამოსაღებ ველებში დამუშავების შემდეგ განაგრძობს ე.მინდელის სახელობის შახტის ველის დასავლეთ ფრთაზე +350 +275 მეტრ ჰორიზონტებს შორის განლაგებული მარაგების დამუშავებას, რისთვისაც საჭიროა +275 მეტრის ჰორიზონტის დასავლეთი საველე შტრეკის 350-400 გრძივი მეტრის მთლიანი აღდგენა ან ახლად გაყვანა, რაც უფრო მიზანშეწონილია.

ე. მინდელის სახელობის შახტი მუშაობას განაგრძობს თავისი საშახტო ველის აღმოსავლეთ ფრთაზე არსებულ №5, №7 მომპოვებელ და №9 მზადებაში მყოფ გამოსაღებ ველებში +275 +175 მეტრ ჰორიზონტებს შორის სართულზე, რისთვისაც აუცილებელია სასკიპე ჭაურის მთლიანი არმირება და +175 მეტრი ჰორიზონტის საველე შტრეკის კაპიტალური შეკეთება.

დასახულ ღონისძიებათა განხორციელება საშუალებას მოგვცემს ე. მინდელის და „იმერეთის“ საშახტო ველების არსებულ ფარგლებში განვათავსოთ და ერთდროულად ექსპლუატაციაში გვქონდეს 8-9 საექსპლუატაციო უბანი, რაც უზრუნველყოფს 600-700 ათასი ტონა ნახშირის მოპოვებას წელიწადში.შახტების რეაბილიტაციის უახლოეს ღონისძიებათა პროგრამაში მიზანშეწონილი არ არის „დასავლეთ 2“ მშენებარე უბნის ჩართვა, რადგან იგი დიდ ფინანსურ და დროის დანახარჯებთანაა დაკავშირებული,ხოლო +190 მეტრ ჰორიზონტს ზემოთ არსებული მარაგების დამუშავებისათვის, ტექნიკურად არასწორია და შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დააყენოს +190 მეტრი ჰორიზონტს ქვემოთ არსებული ძირითადი საბალანსო მარაგების დამუშავების საკითხი. მიზანშეწონილია მშენებარე „დასავლეთ-2“ უბნის მარაგების დამუშავება მოხდეს ე. მინდელის სახ. შახტის ველიდან, რომლის გაგრძელებასაც იგი წარმოადგენს ნახშირის ფენის ჩაწოლის გავრცელებით.

ღონისძიებათა განხორციელებისათვის აუცილებელი გასაყვანი გვირაბების მოცულობები და მათი განხორციელებისათვის საჭირო დრო მოცემულია №2 დანართის №1 ცხრილში საწმენდი სანგრევების ექსპლუატაციაში შესვლისა და გამოსვლის დრო №2 დანართის №2ცხრილში.

№2 დანართის №3 ცხრილში მოცემულია სამთო სამარაგო მანქანების, მექანიზმების, მოწყობილობების, ელექტროაპარატურის, სათადარიგო ნაწილების, სამაგრი ხე-ტყის და სხვა მასალების ნუსხა, აგრეთვე კაპიტალურ სამთო სამუშაოთა მოცულობები, რომლებიც საჭიროა რეაბილიტაციის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით.

მათი ღირებულება 1 ეტაპზე შეადგენს დაახლოებით 2,5 მლნ ლარს, ხოლო მე-2 ეტაპის პირველ საფეხურზე 6,3 მლნ ლარს, მეორე საფეხურზე კი – 5,2 მლნ ლარს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია შახტებში არსებული ხანძრის კერების ლიკვიდაციისა და პროფილაქტიკურ სამუშაოთა ჩატარება, რაც სამუშაოთა წარმოების პირველ ეტაპზე დაახლოებით 400-500 ათას ლარს საჭიროებს. 1 ეტაპზე შახტებში გამოყენებულ უნდა იქნეს არსებული დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემები მათი პარამეტრების უპირობო დაცვით, ხოლო შემდგომი ეტაპისათვის საკითხი დამატებით შესწავლას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია მნიშვნელოვანი მოცულობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩატარება.

 

დეპარტამენტ „საქნახშირის“ შახტების 1997-2000 წწ. მუშაობის პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო სამთო გვირაბების გაყვანის მაჩვენებლები

 

ცხრილი №1

გვირაბების დასახელება

განზომილება

1997წ.

1998წ.

1999წ.

2000წ.

სულ

"იმერეთის" სახელობის შახტი

საზიდი და სავენტილაციო

შტრეკები

გრ/

100

205

420

460

1185

კვერშლაგები

გრ/

55

80

80

165

დამჭრელი გვირაბები

გრ/

45

90

195

330

სულ

გრ/

155

320

540

655

1670

ე. მინდელის სახელობის შახტი

საველე შტრეკები

გრ/

50

200

350

250

750

საველე შუროები

გრ/

40

140

კვერშლაგები

გრ/

140

140

280

საზიდი და სავენტ. შტრ       

გრ/

300

930

1299

599

2990

სულ

გრ/

530

1270

1710

750

4160

სულ დეპარტამენტის

შახტებზე

გრ/

655

1590

2250

1405

5830

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეპარტამენტ „საქნახშირის“ შახტებში სანაციის პერიოდში გათვალისწინებული წმენდითი  სანგრევის მუშაობის გრაფიკი  მოპოვების მოცულობები მოცემულია ათ.ტ-ში

 

ცხრილი №2

 

 

უბნის №

წმ.სანგრ.

გამოსაღები ველის №

ჰორიზონტი

1998

1999

2000

2001

იმერეთის სახელობის შახტი

2

IV ფენი

10

325-340

4.0

37.0

 

 

6

IV ფენი

12

325-340

25.0

 

 

 

3

II ფენი

15

300-270

 

12.0

 

 

3

II ფენი

15

300-270

 

 

90.0

 

3

IV1 ფენი

15

265-240

 

 

22.0

 

3

IV1 ფენი

15

265-240

 

 

23.0

 

3

IV2 ფენი

15

265-240

 

 

13.0

14.0

2

IV2 ფენი

15

265-240

 

 

 

16.0

2

IV1 ფენი

17

230-200

 

 

 

14.0

2

IV1 ფენი

17

230-200

 

 

 

12.0

2

IV2 ფენი

17

230-200

 

 

 

18.0

მოპოვება წმენდითი სანგრევიდან

29.0

49.0

67.0

74.0

მოპოვება მოსამზადებელი სანგრევიდან

1.0

1.0

8.0

1.0

მოპოვება სულ

30.0

50.0

75.0

75.0

უბნის

წმ.სანგრ.

გამოსაღები ველის №

ჰორიზონტი

1998

1999

2000

2001

1

2

3

4

5

6

7

8

ე. მინდელის სახელობის შახტი

1

IV ფენი

2

240-265

16.0

 

 

 

2

IV2 ფენი

3

280-310

 

55.0

 

 

1

II1-2 ფენი

9

320-350

 

1.0

60.0

7.0

1

II1-2 ფენი

9

320-350

 

 

 

36.0

2

III ფენი

5

280-310

 

24.0

 

 

2

IV1 ფენი

5

280-310

 

8.0

11.0

 

2

IV1 ფენი

5

280-310

 

 

19.0

 

2

IV2 ფენი

5

280-310

 

 

20.0

 

2

IV2 ფენი

5

280-310

 

 

 

8.0

2

IV1 ფენი

2

240-270

 

 

 

17.0

2

IV2 ფენი

2

240-270

 

 

 

4.0

3

IV1 ფენი

7

320-310

18.0

 

 

 

3

IV2 ფენი

7

320-340

 

16.0

 

 

3

IV2 ფენი

7

320-430

12.0

15.0

 

 

3

IV ფენი

7

280-310

 

35.0

8.0

 

3

IV2 ფენი

7

280-310

 

 

30.0

9.0

3

7/4

7

280-310

 

 

 

13.0

3

7/4

7

280-310

 

 

 

20.0

3

III ფენი

7

280-310

 

 

 

31.0

3

II ფენი  

7

320-350

 

 

 

45.0

მოპოვება წმენდითი სანგრევიდან

62.0

138.0

160.0

207.0

მოპოვება მოსამზადებელი სანგრევიდან

8.0

12.0

15.0

18.0

მოპოვება სულ

70.0

150.0

175.0

225.0

საერთო მოპოვება

100.0

200.0

250.0

300.0

 

საქართველოს ნახშირის მრეწველობის აღდგენისა და მუშაობის სტაბილიზაციის პერიოდისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, აპარატურებისა და სათადარიგო ნაწილების ნუსხა

 

ცხრილი №3

 

ნუსხა და ტექნიკური მახასიათებლები

განზომილება

რაოდენობა

1

2

3

გვირაბგამყვანი კომბაინი 4-20მ2, ქანის სიმაგრით 2-8-მდე

კომპლ.

2

საშახტო აკუმულატორიანი ელმავალი 900 მმ ლიანდაგით და ჩაჭიდების წონით არანაკლებ 10 ტ.

ცალი

6

ელმავლის ბატარეა 112 აკუმულატორიანი 350 ამპ/სთ.

კომპლ.

8

ელმავლის ბატარეების დასამუხტი მოწყობილობა

კომპლ.

2

ქანსატვირთი მანქანა 900 მმ ლიანდაგზე ან მუხლუხებით 20 2 გვირაბებისათვის

ცალი

2

ლენტური კონვეიერი მწარმოებლობით 200-500 /სთ ლენტის სიგანით 1000 მმ, სიგრძით 150, 380 ვოლტზე მომუშავე

ცალი

8

ტუმბო ნახშირის შლამის 300/360 და 300/540

ცალი

4

ტუმბო წყლის 300/360 და 300/540

ცალი

4

კონვეიერი ხვეტიაჯაჭვიანი, მწარმოებლობით 250/500 /სთ, სიგრძით 150 -მდე, 380-660 ვოლტზე მომუშავე

კომპლ.

10

კონვეიერის ლითონის ღარები

ცალი

1000

ჯაჭვი კონვეიერისათვის

გრძივი მეტრი

2000

საუბნო მშრალი ტრანსფორმატორი 380-660 ვოლტზე

ცალი

4

ადგილობრივი განიავების საშახტო ვენტილატორი მწარმოებლობით 500 კუბ./წთ.

ცალი

10

სავენტილაციო მილი d=500 მმ

გრძივი მეტრი

2000

მაგნიტური გამშვები 250 ამპ/სთ

ცალი

25

საფიდერო ავტომატი 600 ამპ.

ცალი

15

საგაზო რეჟიმის საკონტროლო აპარატურა

კომპლ.

4

ხელის ელექტრობურღი

ცალი

15

ელექტროჯალამბარი 500 -მდე ტვირთმზიდიანი

ცალი

8

გამშვები აგრეგატი 4 კვტ. ვოლტზე

ცალი

 

მეშახტის ნათურა

ცალი

1000

მეშახტის თვითმაშველი

ცალი

1000

მეშახტის ნათურის დასამუხტი მოწყობილობა

კომპლ.

2

ბაგირი d=31,35,39,41,45 მმ სახალხო და

სატვირთო გადაზიდვისათვის

ტონა

20

ბაგირი d=14-22 მმ-მდე

ტონა

10

კაბელი მოქნილი, ეკრანირებული, არაწვადი – 4 ძარღვიანი, კვეთით 16-50 მმ2-მდე

გრძივი მეტრი

500

კაბელი მოქნილი 7 ძარღვიანი კვეთით 35-50მმ2-მდე

გრძივი მეტრი

500

ჯავშნიანი კაბელი ვერტიკალური გვირაბებისათვის 3 ძარღვიანი კვეთით 70-120 მმ2         

გრძივი მეტრი

1000

ჯავშნიანი კაბელი ჰორიზონტალური გვირაბებისათვის 3 ძარღვიანი კვეთით 70-120 მმ2

გრძივი მეტრი

1000

ლითონის ბადე 13X13, 18X18, 25X25, 35X35

2

1000

საშახტო ვაგონები ტვირთამწეობით 2,53. 900 მმ ლიანდაგზე და მბრუნავი ჩასაბმელი მოწყობილობით

ცალი

500

 

მოწყობილობა ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკისათვის

ნახშირშემწოვი ტუმბო აწევის სიმაღლით 120 , წარმადობით 450 3/სთ-ში

ცალი

4

ნახშირშემწოვი ტუმბო აწევის სიმაღლით 90 , წარმადობით 950 3/სთ-ში

ცალი

4

ნახშირის დამლექი მანქანა წარმადობით 5-10 ტონა 1 2 ფართზე საათში წვრილი კლასისათვის

ცალი

1

ნახშირის დამლექი მანქანა წარმადობით 5-10 ტონა 12

ფართზე საათში მსხვილი კლასისათვის

ცალი

1

ცენტრიფუგა წარმადობით 80-100 ტონა საათში

ცალი

2

მრხევანა მკვებავი წარმადობით 80-100 ტონა საათში

ცალი

10

ყბებიანი სამტვრეველა წარმადობით 80-100 ტონა საათში

ცალი

2

ხვეტია კონვეიერი წარმადობით 200-500 ტონა საათში

სიგრძით 50 მეტრი, მუშა სიგანით 600-800 მმ.

ცალი

4

 

 

დანართი №3

საბალანსო მარაგები შაორის ნახშირშემცველ მოედანზე 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით

ათ.ტონა

საბადოს უბნის დასახელება

საბალანსო მარაგები კატეგორიების მიხედვით

1

--1

2

1."გ" მარკის ჯგუფის რეზერვები    

 

 

 

 

 

1.1. "ახალი შაორის" საშახტო

ველი, ცენტრალური უბანი

 

25817

42296

68113

48570

1.2. ცენტრალური უბანი  

 

56700

70843

127543

321

1.3. მინდელისა და წულუკიძის შახტებზე მიჭრილი უბანი

 

4528

7368

11914

ჩრდილო-დასავლეთი უბანი

 

4200

22587

26787

855

სულ შაორის ნახშირშემცველ

ფართობზე

 

91245

148112

234357

49746

 

შენიშვნა: მარაგების დაზუსტება-გათვლა ხორციელდება საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.