დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლელო" |
| მიღების თარიღი | 19/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 26/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ლელოს“ აქციონერთა კრების შესახებ
სააქციო საზოგადოება „ლელოს“ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2010 წლის 10 დეკემბერს, დღის 12 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო“.
სს „ლელოს“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წლის 15 ნოემბერი.
დღის წესრიგი:
1. ბანკიდან სესხის აღება, უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა;
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
3. წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება;
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 25-15-60; 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში“, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ლელოს“ დირექტორატი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები