დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი “ნეძვის აღკვეთილის” ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის N300 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.22.023.016025 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №64
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი ,,ნეძვის აღკვეთილის” ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის №300 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 05.04.2007, №48, მუხ. 534) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის №300 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა.“;
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3500 (სამი ათას ხუთას) კუბურ მეტრ საშეშე მერქანსა და 500 (ხუთასი) კუბურ მეტრ სამასალე მერქანს.“;
ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა „ნეძვის აღკვეთილში“ დაშვებულია „ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები