"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის N1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის N1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 22/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 360060000.22.023.016024
  • Word
63
18/11/2010
სსმ, 152, 22/11/2010
360060000.22.023.016024
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის N1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №63

2010 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის       5 ოქტომბრის №1469 ბრძანებით (სსმ III, 09.10. 2007წ., №140, მუხ. 1556) დამტკიცებულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), „ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა უბნების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:

ა) აბასთუმნის უბანი – 1500 მ3 საშეშე მერქანი;

ბ) აწყურის უბანი – 1000 მ3 საშეშე მერქანი;

გ) ზანავის უბანი – 950 მ3 საშეშე მერქანი;

დ) ქვიშხეთის უბანი – 620 მ3 საშეშე მერქანი;

ე) ნუნისის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;

ვ) მარელისის უბანი – 250 მ3 საშეშე მერქანი;

ზ) საქონდრიის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1500 მ3 საშეშე მერქანი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე