დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის N380 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016019 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №58
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა
1. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისთვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმოშობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. ტრანსპორტირების გარდა სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები