დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N 28 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016018 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №57
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ. 1383) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ” და ,,ღ” ქვეპუნქტები:
,,ქ) საშეშე ხე-ტყის დამზადება და ამისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა;
ღ) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნითა და ოდენობით და ამისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები