საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 22/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016084
  • Word
353
16/11/2010
სსმ, 152, 22/11/2010
040030000.10.003.016084
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩარიცხვა.

6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №647 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური