"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 22/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.016083
  • Word
352
16/11/2010
სსმ, 152, 22/11/2010
140130000.10.003.016083
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის      21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში სააგენტო) გასცემს:

) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას;

) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში იარაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “–„ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

) „იარაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “–„ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას;

) ფიზიკური პირების მიერ იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლებას;

) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვას;

) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვას;

) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;

) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების ერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვას;

) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ”–„ექვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო ნებართვის სახის მიხედვით ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასა და A, B, C, D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემას, კერძოდ:

) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე;

) B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ:

.) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან გაზის (აირის) იარაღზე;

.) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე;

.) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით რეგისტრირებულ იარაღზე;

) C კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით (გარდა ამ პუნქტის .ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისისა) განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე ცეცხლსასროლ იარაღზე;

) D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე ცეცხლსასროლ იარაღებზე.

4. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის “–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა და ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების მინიჭება დასტურდება რეგისტრაციით (ან ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვებისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.”.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

) განცხადება;

) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი ფორმის თანხმობა.

 3. დაინტერესებული პირის მიერ იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) იარაღის ძირითად ელემენტზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

დ) დაინტერესებულ პირზე შესაბამისი ტიპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის მოწმობა);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის (მისი თანამდებობის მითითებით) საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) ცეცხლსასროლ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად წარდგენილ უნდა იქნეს თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი განცხადება იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

7. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის მოსარგებლე პირისათვის (მისი თანამდებობის მითითებით) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემის თაობაზე;

დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების უფლებით შეძენისას დასაშვებია იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებაც.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება იარაღის საკუთრების უფლებით შეძენის ნებართვის გაცემისა და იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდგომ საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები არ არიან ვალდებულნი განახორციელონ იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლა და ავტომატურად ინარჩუნებენ იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებას) ნებართვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილნი იქნებიან სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.

11. სააგენტო უფლებამოსილია უფლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელზე) გასცეს შეძენის ნებართვა და განახორციელოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების მფლობელის მიერ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ლეგალიზაციის თაობაზე;

 ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

 გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. იარაღის ლეგალიზაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა.

13. იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენის უფლება არ გაიცემა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებულ პირს მინიჭებული არა აქვს შესაბამისი ტიპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა.

14. რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღზე საკუთრების უფლების სხვა ფიზიკურ პირზე გადაცემისათვის უფლების გადამცემმა და მიმღებმა პირებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე;

ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

15. მემკვიდრეობით მიღებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;

დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

16. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მემკვიდრეზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემასა და რეგისტრაციას, სააგენტოს თანხმობით, მემკვიდრეს უფლება აქვს საკუთარ სახელზე დაურეგისტრირებლად განახორციელოს იარაღზე საკუთრების უფლების მესამე პირზე გადაცემა ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება ან იარაღის ჩამოწერა.

17. სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან/და გაზის (აირის) იარაღის ფიზიკურ პირზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

18. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები არ გაიცემა მოქალაქეობის არმქონე პირებზე.”.

3. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შეძენისა და შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა;

 გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7

1. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოში შემოსატანი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა დროებითი შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დრო).

5. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);

ბ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

გ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ნებართვის გაცემისათვის სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, სამეცნიერო ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისას ნებართვის მაძიებლის თხოვნის საფუძველზე შეიძლება იმავდროულად გაცემულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვაც.

8. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.

9. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საქართველოში მომწვევმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილის და შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის იარაღის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოსაწვევი;

ე) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომწვევი პირის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა მომწვევ პირს.

11. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვაში შეიძლება დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

12. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესახებ;

ბ) სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

13. შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის უკან საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდეგ ორი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიტანოს იარაღი მუდმივი შენახვის ადგილზე.“.

5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 „მუხლი 71

 1. სააგენტოს მიერ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები გაიცემა ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;

ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ნებართვის მაძიებელი ახორციელებს იარაღის ხელახალ რეგისტრაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;

ბ) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი;

გ) ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში არსებობს ინფორმაცია ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააგენტოს თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის აღმოჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (ან მისი თანამშრომელი) არ არის ვალდებული დაასაბუთოს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი..

    მუხლი 2

დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოყალიბებული მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლება ვრცელდება აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ იმ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებზე, რომელთა საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მინიჭება და C კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა განხორციელდა ამ დადგენილების ამოქმედებამდე.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური