დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 28/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.000769 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/06/2007 - 05/12/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №128
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
1. ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნ-ველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგ-ლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბოლომდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებისთანავე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
– ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
– ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
– ,,მწვანე“, ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო“, ,,ევრო 3 უსაფრთხო“ და ,,ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
– ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
– ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“.
სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები
– ,,საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;
– ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;
– ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;
– ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესები“;
– ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;
– ,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
– ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;
– ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები