დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 418 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/08/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 29/08/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №418
1997 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ
საზოგადოებისათვის საშიშ დანაშაულებათა გახსნაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სასამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
სულთან ჩილაჩავა - ვიცე პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი
ნოე ჩიჩუა - პოლკოვნიკი, ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს დაქვემდებარებული პოლიციის მეხუთე ქვეგანყოფილების უფროსი
ოთარ ცინცაძე - ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი
მამია ცინცაძე - ვიცე-პოლკოვნიკი, ქობულეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები