,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 09/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.101
  • Word
102
08/11/2004
სსმ, 128, 09/11/2004
010.240.030.10.003.000.101
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2004 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ნ) მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის, ემიგრაციისა და იმიგრაციის საკითხთა განხილვა და გადაწყვეტა“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება”;

გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში:

პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შეწყვეტის მასალების მომზადება;

პ.ბ) იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა;

პ.გ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მართვის სფეროში:

უ.ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

უ.ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (კავშირების, ფონდების) რეესტრის წარმოება;

უ.გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება;

უ.დ) კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება;

უ.ე) მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

უ.ვ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

უ.ზ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;

უ.თ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;

უ.ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

4. მე-12 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი“.

5. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი“.

6. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 28

მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა;

ბ) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, უცხოელი მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეების მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის, აგრეთვე საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება;

გ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა“.

7. 31-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა“.

8. დებულებას დაემატოს 331 მუხლი:

     „მუხლი 331

სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, სამოქალაქო მდგომარეობის ცალკეული აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება და შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასთან (შეცვლასთან) დაკავშირებული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საქმიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

ე) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი;

ზ) მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა.“

9. ამ დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელოს 2005 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                    ზ. ჟვანია