დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალტიეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 25/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.139.016010 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1700 ლარი;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. გოგოლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები