დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 938 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 22/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №938
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №101, მუხ. 859) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა მინისტრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, ასევე უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები