საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ

  • Word
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/07/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.000.
  • Word
388
28/07/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1997
240.060.000.05.002.000.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №388

1997 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ დამზღვევთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუფერხებლად განხორციელებისათვის და იმ მიზნით, რომ მეწარმეთა შესახებ და “დაზღვევის შესახებ კანონები შეესაბამებოდეს მის სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმას:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აგვისტოს №807 დადგენილება;

ბ. საქართველოს რესპუბლიკის დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის წესდების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 მაისის №373 დადგენილება.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) უზრუნველყოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და დაფუძნება არსებული წესით.

ე. შევარდნაძე