საქართველოს მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/07/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.290.000.05.002.000.
  • Word
360
14/07/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1997
480.290.000.05.002.000.
საქართველოს მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №360

1997 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფის შესახებ

1997 წლის 30 მაისს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის სხდომაზე საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით:

1. შეიქმნას გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბ.გულუას ხელმძღვანელობით.

2. მუდმივმი დელეგაციის მუშაობის უზრუნველსაყოფად იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან 1997 წლის 10 ივლისიდან, დროებით, 6 თვის ვადით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი 3 საშტატო ერთეულით, რომელიც დაფინანსდეს საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვის ხარჯებიდან.

3. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან (თავმჯდომარე ბ.გულუა) შეიქმნას 5-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რისთვისაც საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ ამა წლის 10 ივლისიდან სამუშაოდ მიავლინონ შესაბამისი მუშაკები.

4. ეროვნულმა კომიტეტმა უზრუნველყოს დელეგაციის ეფექტიანი საქმიანობა და გაწეული სამუშაოს შესახებ პერიოდულად მოახსენოს საქართველოს მთავრობას.

ე. შევარდნაძე