დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საფრანგეთის ქ. დოჟონის ტრადიციული საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის მონაწილეთა ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/07/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 07/07/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №341
1997 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საფრანგეთის ქ. დიჟონის ტრადიციული საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის მონაწილეთა ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
საფრანგეთის ქ. დიჟონში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოსათვის გამოფენის უმაღლესი ჯილდოს „დიდი ოქროს მედლის“ მინიჭების გამო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის, განსაკუთრებული წარმატებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის გამოფენის მონაწილენი დაჯილდოვდნენ ღირსების მედლით:
თამაზ ბეიტრიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მერანის“ ხელმძღვანელი
გრიგოლ ბერაძე – საქართველოს კულტურის სამინისტროს ქ.თბილისის მოდისა და ჩაცმის კულტურის სახლის დირექტორი
ვახტანგ ბურკაძე – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გამოფენის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
ამირან ბურჭულაძე – საქართველოს გამოფენათა ცენტრის გენერალური დირექტორი, გამოფენის მემონტაჟე
ნოდარ დოლიძე – შპს ფირმა „არტკომპანიის“ დიზაინერი, გამოფენის მემონტაჟე იუზა ვასაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე
თენგიზ სეფიაშვილი – ქ. თბილისის მთავარი მხატვარი, გამოფენის მხატვარი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები