დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 779 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170000.22.026.016010 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №779
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში (სსმ III, 08.06.2007, №80, მუხ. 858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. №1 დანართის:
ა) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
რეზერვისტების სამხედრო შეკრების დროს მომზადება და გადამზადება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილებში, მომზადების გეგმა-გრაფიკისა და რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამის მიხედვით.“.
ბ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
სამხედრო შეკრებათა საერთო ხანგრძლივობა არის წელიწადში არა უმეტეს 45 დღე.”.
გ) მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 3 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
„დანართი №2
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამა
მუხლი 1
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროცესი წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, წესდებების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების, დირექტივებისა და მითითებების, სამხედრო-საგანმანათლებლო დოქტრინების, კონცეფციებისა და სტანდარტების საფუძველზე.
მუხლი 2
რეზერვისტების სამხედრო მომზადების პროგრამის საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმები, თემატიკის სახეები, საბრძოლო მომზადების პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით.
მუხლი 3
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეზერვის ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების პროფესიული მომზადება.
მუხლი 4
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების მიზანია მოამზადოს ინდივიდუალურად, ათეულისა და ოცეულის დონეზე რეზერვისტები სპეციალობების მიხედვით. ქვედანაყოფის ამოცანიდან გამომდინარე რეზერვისტებს უტარდებათ ამოცანაზე ორიენტირებული საბრძოლო მომზადება. მათ უნდა იცოდნენ, შეეძლოთ და გააჩნდეთ მე-2 მუხლში მითითებული გეგმებით, პროგრამებით და თემატიკის სახეებით რეზერვისტისათვის განსაზღვრული, საბრძოლო მომზადების უნარჩვევები.
მუხლი 5
რეზერვისტს უფლება აქვს სწავლების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამოთქვას საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც გაანალიზდება, შეფასდება და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროების შესაბამისად იქნება გათვალისწინებული.
მუხლი 6
რეზერვისტები მომზადების დაწყებისთანავე მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ.
მუხლი 7
რეზერვისტთა მომზადების დროს სწავლებისა და მომზადების ეფექტურად განხორციელებას ძირითადად განაპირობებს შესაბამისი ქვედანაყოფების მუდმივი შემადგენლობის ოფიცრების, სერჟანტების და კაპრალების მაღალი პროფესიონალიზმი, აგრეთვე რეზერვისტების განათლებისა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გარკვეული დონე, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასწავლო პროცესში.
მუხლი 8
მომზადების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ადგილი უკავია საველე მეცადინეობებს, სადაც ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცება, სასწავლო მეთოდური საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 9
რეზერვისტს მომავალი ამოცანების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს ფიზიკური შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარი, რაც აუცილებელი წინაპირობაა საბრძოლო დავალების წარმატებულად შესრულებისათვის. აქედან გამომდინარე, თითოეულმა რეზერვისტმა მუდმივად უნდა იზრუნოს საკუთარი ცოდნის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობების შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის.
მუხლი 10
რეზერვისტების გამოცხადება, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილები, რეზერვის შესაბამის კატეგორიებში მოსამზადებელ რეზერვისტთა რაოდენობები, რეზერვისტთა შერჩევაზე და მომზადებაზე პასუხისმგებელი სამსახურები, ამ ღონისძიებების გატარების თარიღები, რეზერვისტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა, რეზერვისტთა სამხედრო მომზადების პროგრამის სახეობა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბრძოლო მომზდების გეგმის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 11
მეცადინეობების ცხრილის შედგენა, რეზერვის სამხედრო მომზადების პროგრამისა და საბრძოლო მომზადების პროგრამიდან გამომდინარე, ხორციელდება იმ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, სადაც მიმდინარეობს რეზერვისტთა მომზადება.
მუხლი 12
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა, მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები განსაზღვრულია №№2/1 და 2/2 დანართების მიხედვით.
დანართი №2/1
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები 45 დღის განმავლობაში:
მუხლი 1
1. რეზერვისტების სამხედრო მომზადება მიმდინარეობს 45 დღის განმავლობაში:
ა) საორგანიზაციო დღე – 4 (ოთხი დღე):
ა.ა) რეზერვისტთა მიღება-განთავსება – 2 (ორი დღე);
ა.ბ) სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ ტესტირება – 1 (ერთი დღე);
ა.გ) რეზერვისტთა შეკრების გამოშვება – 1 (ერთი დღე).
ბ) სასწავლო დღეების რაოდენობა- 35 (ოცდათხუთმეტი დღე);
გ) დასვენების დღე კვირა – 6 (ექვსი დღე);
2. სასწავლო დღეები – ორშაბათი – შაბათი;
3. დღიური მეცადინეობის ხანგრძლივობა – 8 (რვა) საათი;
4. სასწავლო საათის ხანგრძლივობა – 50 (ორმოცდაათი) წუთი.
მუხლი 2
სასწავლო დროის განაწილება განისაზღვრება 48 აკადემიური საათით კვირაში. საბრძოლო მომზადების განმავლობაში დაგეგმილი მეცადინეობების 20% ტარდება ღამით.
მუხლი 3
დასვენების დღეებში (კვირა დღე) ტარდება:
ა) კულტურულ-მასობრივი ღონინისძიებები;
ბ) პატრიოტული შინაარსის კინოფილმების ჩვენება;
გ) კონცერტები;
დ) ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში;
ე) სპორტული შეჯიბრებები.
მუხლი 4
რეზერვისტებთან ყველა მეცადინეობა ტარდება, როგორც წესი, სასწავლო ველზე, საველე კლასებში ან სასროლეთზე. სწავლების დროს აუცილებელია დაცული იყოს თემების განხილვის ლოგიკური თანმიმდევრობა და მარტივიდან რთულზე გადასვლა.
მუხლი 5
სასწავლო საკითხის შესწავლა ხორციელდება „ხოხვით” , „სიარულითა” და „სირბილით” შესრულების მეთოდით, ვარჯიშების სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 6
ტაქტიკურ მომზადებაში მეცადინეობებზე რეზერვისტები სწავლობენ ტაქტიკის ძირითად საფუძვლებს ჯგუფის, ათეულისა და ოცეულის დონეზე.
მუხლი 7
საცეცხლე მომზადებაში რეზერვისტები სწავლობენ საცეცხლე მომზადების ძირითად საფუძვლებს. მიღებულ ცოდნასა და ჩვევებს სრულყოფენ საცეცხლე ვარჯიშებზე, პრაქტიკულ სროლებზე და შეიარაღების მომსახურების დროს. ყუმბარმტყორცნელების, მეტყვიამფრქვევეებისა და სნაიპერების მომზადება ხორციელდება მსროლელების მომზადების პარალელურ რეჟიმში.
მუხლი 8
სადაზვერვო მომზადების თემების შესწავლა ხორციელდება თეორიულ და ჯგუფურ მეცადინეობებზე. რეზერვისტების მიერ ხდება საკუთარი და სავარაუდო მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების ორგანიზაციის, შეიარაღებისა და მოქმედების ტაქტიკის შესწავლა.
მუხლი 9
საინჟინრო მომზადების მეცადინეობებზე ხდება რეზერვისტებისათვის სანიმუშოდ მოწყობილი სანგრების, ტრანშეების, საფრების ჩვენება, ხოლო შემდეგ რეზერვისტების მიერ სანგრების პრაქტიკულად მოწყობა. ნაღმასაფეთქებელი ღობურების შესახებ მეცადინეობები ტარდება სასწავლო ნაღმებისა და იმიტაციური ასაფეთქებლების გამოყენებით.
მუხლი 10
კავშირგაბმულობაში მეცადინეობები ტარდება როგორც საველე კლასებში, ასევე ველზე წინასწარ მომზადებული შესაბამისი კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კავშირგაბმულობაში ჩატარებულმა მეცადინეობებმა უნდა უზრუნველყონ რეზერვისტებისათვის უსაფრთხოების წესების შესწავლა და მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კავშირგაბმულობის საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა.
მუხლი 11
სამხედრო ტოპოგრაფიის მეცადინეობები ტარდება ველზე პროგრამით გათვალისწინებული თემების შესაბამისად, ხოლო მისი დახვეწა მიმდინარეობს, ძირითადად, ტაქტიკური მეცადინეობების პროცესში.
მუხლი 12
სამედიცინო მომზადებაში მეცადინეობების ჩატარება ხორციელდება საველე კლასებში და ველზე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით. აღნიშნულ მეცადინეობებზე ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვისტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და მისი ევაკუაციის საკითხებში.
მუხლი 13
სპეციალისტთა ქვედანაყოფების მომზადება ხორციელდება ტაქტიკურ-სპეციალურ მომზადებაში განსხვავებული თემების შესწავლით, რომელშიც გაზრდილი საათების რაოდენობა ბალანსდება ტაქტიკურ მომზადებაში საათების შემცირების ხარჯზე. სპეციალური მომზადება უნდა ჩატარდეს ტაქტიკურ მომზადებაში შესასწავლი თემების ლოგიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით და მათთან მჭიდრო კავშირში.
მუხლი 14
სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილ საათებში რეზერვისტები, ტაქტიკურ ველზე წინასწარ მომზადებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და სპეციალური ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, შეისწავლიან სამაშველო ოპერაციების ჩატარების საკითხებს ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების დროს.
მუხლი 15
ფიზიკური და სამწყობრო მომზადების მეცადინეობების ჩასატარებლად ცალკე სასწავლო საათები არ გამოიყოფა. ფიზიკური მომზადების ჩასატარებლად გამოიყენება დილის ვარჯიშის საათები და ინდივიდუალური ვარჯიშები თავისუფალ დროს, სამწყობრო მომზადების საკითხების დასახვეწად – კვირა დღის მეცადინეობები და პირადი შემადგენლობის მოწყობებისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი დრო.
მუხლი 16
საბრძოლო მომზადების ბოლოს ტარდება ათეულის და ოცეულის საბრძოლო სროლები თავდაცვაში, რომლის დროსაც პრაქტიკულად ფასდება რეზერვისტების უნარი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში. რეზერვისტებთან ყოველი მეცადინეობის დაწყების წინ ხდება უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი შესწავლა, ხოლო სროლების ჩატარების შემთხვევაში, დამატებით, რეზერვისტებთან ტარდება ინსტრუქტაჟი „სროლების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების შესახებ“, რომელიც ფორმდება უწყისის სახით და ფიქსირდება ყოველი მსროლელის (სავარჯიშოს შემსრულებლის) ხელმოწერით.
მუხლი 17
რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების კურსზე რეზერვისტთა საგნობრივი შეფასება ხორციელდება გათვალისწინებული თემების შესწავლის დასრულების ბოლოს, 1-საათიანი ტესტირებით. კურსის ბოლოს რეზერვისტთა ქვედანაყოფების შეფასება ხდება დაგეგმილი „ათეულის საბრძოლო სროლების“ დროს პრაქტიკული მოქმედებებიდან და დასახული ამოცანის შესრულებიდან გამომდინარე, ხოლო რეზერვისტის ინდივიდუალური შეფასება – ჩატარებული ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.
მუხლი 18
რეზერვისტთა მომზადების სასწავლო დისციპლინებია:
ა) მსუბუქი-ქვეითი ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ა.ა) ტაქტიკური მომზადება;
ა.ბ) საცეცხლე მომზადება;
ა.გ) საინჟინრო მომზადება;
ა.დ) კავშირგაბმულობა;
ა.ე) სამხედრო ტოპოგრაფია;
ა.ვ) სამედიცინო მომზადება;
ა.ზ) საერთო-საჯარისო წესდებები;
ა.თ) სამაშველო ოპერაციები.
ბ) სადაზვერვო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ბ.ა) ტაქტიკური მომზადება;
ბ.ბ) ტაქტიკურ-სპეციალური მომზადება;
ბ.გ) საცეცხლე მომზადება;
ბ.დ) საინჟინრო მომზადება;
ბ.ე) კავშირგაბმულობა;
ბ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
ბ.ზ) სამედიცინო მომზადება;
ბ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები;
ბ.ი) სამაშველო ოპერაციები.
გ) საინჟინრო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
გ.ა) ტაქტიკური მომზადება;
გ.ბ) ტაქტიკურ-სპეციალური მომზადება;
გ.გ) საცეცხლე მომზადება;
გ.დ) საინჟინრო მომზადება;
გ.ე) კავშირგაბმულობა;
გ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
გ.ზ) სამედიცინო მომზადება;
გ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები;
გ.ი) სამაშველო ოპერაციები.
დ) კავშირგაბმულობის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
დ.ა) ტაქტიკური მომზადება;
დ.ბ) ტაქტიკურ- სპეციალური მომზადება;
დ.გ) საცეცხლე მომზადება;
დ.დ) საინჟინრო მომზადება;
დ.ე) კავშირგაბმულობა;
დ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
დ.ზ) სამედიცინო მომზადება;
დ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები.
ე) უზრუნველყოფის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ე.ა) ტაქტიკური მომზადება;
ე.ბ) ტაქტიკურ-სპეციალური მომზადება;
ე.გ) საცეცხლე მომზადება;
ე.დ) საინჟინრო მომზადება;
ე.ე) კავშირგაბმულობა;
ე.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
ე.ზ) სამედიცინო მომზადება;
ე.თ) საერთო-საჯარისო წესდებები;
ე. ი) სამაშველო ოპერაციები.
დანართი №2/2
რეზერვისტთა სამხედრო მომზადების მიმდინარეობა და საწავლო დისციპლინები 14 დღის განმავლობაში:
მუხლი 1
1. რეზერვისტების საბრძოლო მომზადება მიმდინარეობს 14 დღის განმავლობაში:
ა) საორგანიზაციო დღე (რეზერვისტთა მიღება-განთავსება) – 1 (ერთი დღე):
ბ) სასწავლო დღეების რაოდენობა – 13 (ცამეტი დღე);
2. დღიური მეცადინეობის ხანგრძლივობა – 8 (რვა) საათი;
3. სასწავლო საათის ხანგრძლივობა – 50 (ორმოცდაათი) წუთი.
4. სასწავლო დროის განაწილება განისაზღვრება 104 აკადემიური საათით.
5. თვითმომზადების პერიოდში ტარდება:
ა) პატრიოტული შინაარსის კინოფილმების ჩვენება;
ბ) კონცერტები;
გ) სამართლებრივი მომზადება;
დ) სპორტული შეჯიბრებები;
ე) ფსიქოლოგიურ მომზადებაში;
ვ) სამწყობრო მომზადებაში;
ზ) საშტატო შეიარაღებისა და პირადი აღჭურვილობის წესრიგში მოყვანა.
მუხლი 2
რეზერვისტებთან ყველა მეცადინეობა ტარდება, როგორც წესი, სასწავლო ველზე, საველე კლასებში ან სასროლეთზე. ყოველი მეცადინეობის დასაწყისში ხელმძღვანელი ამოწმებს პირად შემადგენლობას, შეიარაღებას, ეკიპირებას, აცხადებს თემას, მეცადინეობის სასწავლო მიზნებს, ამოწმებს ხელქვეითთა მიერ ადრე შესწავლილი მასალის ათვისების დონეს და შემდგომ იწყებს ახალი თემის შესწავლას.
მუხლი 3
ტაქტიკურ მომზადებაში მეცადინეობებზე რეზერვისტები სწავლობენ ტაქტიკის ძირითად საფუძვლებს ჯგუფის, ათეულისა და ოცეულის დონეზე. სწავლება ხორციელდება ველზე როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფების, ათეულებისა და ოცეულების შემადგენლობაში. ტაქტიკური ვითარება და ადგილმდებარეობა ხელს უნდა უწყობდეს სასწავლო საკითხების ხარისხიანად დამუშავებას. სასწავლო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს საცეცხლე საშუალებები, ტექნიკის მაკეტები და იმიტაციის სხვადასხვა საშუალებები.
მუხლი 4
საცეცხლე მომზადებაში რეზერვისტები სწავლობენ საცეცხლე მომზადების ძირითად საფუძვლებს. მიღებულ ცოდნასა და ჩვევებს სრულყოფენ საცეცხლე ვარჯიშებზე, პრაქტიკულ სროლებზე და შეიარაღების მომსახურების დროს. ყუმბარმტყორცნელების, მეტყვიამფრქვევეებისა და სნაიპერების მომზადება ხორციელდება მსროლელების მომზადების პარალელურ რეჟიმში.
საცეცხლე წვრთნის დროს რეზერვისტები საშტატო იარაღის, სასწავლო მოწყობილობისა და საწვრთნელი საშუალებების გამოყენებით შეისწავლიან სროლისათვის მომზადების, სწორი დამიზნების, გასროლისა და ზუსტი ცეცხლის წარმოების, ხელყუმბარის ტყორცნის, მიზნების დაზვერვის, საცეცხლე ამოცანების გადაჭრის ხერხებსა და საცეცხლე წვრთნის სხვა საკითხებს. საცეცხლე წვრთნის დროს ყოველი შემსწავლელის მიმართ ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომა მისი დახელოვნებისა და არსებული კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრისათვის.
მუხლი 5
სადაზვერვო მომზადების თემების შესწავლა ხორციელდება თეორიულ და ჯგუფურ მეცადინეობებზე. რეზერვისტების მიერ ხდება საკუთარი და სავარაუდო მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების ორგანიზაციის, შეიარაღებისა და მოქმედების ტაქტიკის შესწავლა. ჯგუფურ მეცადინეობებზე იხვეწება სათვალთვალო ადგილის შერჩევის, მისი დაკავებისა და შენიღბვის, მოწინააღმდეგეზე თვალთვალისა და მისი გამოვლინების ხერხები.
მუხლი 6
საინჟინრო მომზადების მეცადინეობებზე პოზიციების ხდება რეზერვისტებისათვის სანიმუშოდ მოწყობილი სანგრების, ტრანშეების, საფრების ჩვენება, ხოლო შემდეგ მოწყობას. ნაღმასაფეთქებელი ღობურების შესახებ მეცადინეობები ტარდება სასწავლო ნაღმებისა და იმიტაციური ასაფეთქებლების გამოყენებით.
მუხლი 7
კავშირგაბმულობაში მეცადინეობები ტარდება როგორც საველე კლასებში, ასევე ველზე წინასწარ მომზადებული შესაბამისი კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კავშირგაბმულობაში ჩატარებულმა მეცადინეობებმა უნდა უზრუნველყონ რეზერვისტებისათვის უსაფრთხოების წესების შესწავლა და მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კავშირგაბმულობის საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა.
მუხლი 8
სამხედრო ტოპოგრაფიის მეცადინეობები ტარდება ველზე პროგრამით გათვალისწინებული თემების შესაბამისად, ხოლო მისი დახვეწა მიმდინარეობს, ძირითადად, ტაქტიკური მეცადინეობების პროცესში.
მუხლი 9
სამედიცინო მომზადებაში მეცადინეობების ჩატარება ხორციელდება საველე კლასებში და ველზე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით. აღნიშნულ მეცადინეობებზე ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვისტების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და მისი ევაკუაციის საკითხებს.
მუხლი 10
ფიზიკური მომზადების სასწავლო საათები შევა საბრძოლო მომზადების თემატიკის საათებში, აგრეთვე ფიზიკური მომზადების ჩასატარებლად გამოიყენება დილის ვარჯიშის საათები და ინდივიდუალური ვარჯიშები თავისუფალ დროს.
მუხლი 11
სამწყობრო მომზადების საკითხების დასახვეწად გათვალისწინებულ იქნეს თვითმომზადების საათები და პირადი შემადგენლობის მოწყობებისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი დრო.
მუხლი 12
საბრძოლო მომზადების ბოლოს ტარდება ათეულის საბრძოლო სროლები, რომლის დროსაც პრაქტიკულად ფასდება რეზერვისტების უნარი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში. რეზერვისტებთან ყოველი მეცადინეობის დაწყების წინ ხდება უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი შესწავლა, ხოლო სროლების ჩატარების შემთხვევაში, დამატებით, რეზერვისტებთან ტარდება ინსტრუქტაჟი „სროლების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების შესახებ“, რომელიც ფორმდება უწყისის სახით და ფიქსირდება ყოველი მსროლელის (სავარჯიშოს შემსრულებლის) ხელმოწერით.
მუხლი 13
რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების შეფასება საგნობრივად შესასწავლ თემებში ხორციელდება წინასწარ შემუშავებული შესასრულებელი დავალებების მიხედვით. კურსის ბოლოს რეზერვისტთა ქვედანაყოფების შეფასება ხდება დაგეგმილი „ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლების“ დროს პრაქტიკული მოქმედებებიდან და დასახული ამოცანის შესრულებიდან გამომდინარე.
მუხლი 14
რეზერვისტთა საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინებია:
ა) მსუბუქი-ქვეითი ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ა.ა) ტაქტიკური მომზადება;
ა.ბ) საცეცხლე მომზადება;
ა.გ) საინჟინრო მომზადება;
ა.დ)კავშირგაბმულობა;
ა.ე) სამხედრო ტოპოგრაფია;
ა.ვ) სამედიცინო მომზადება;
ა.ზ) საერთო-საჯარისო წესდებები.
ბ) სადაზვერვო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ბ.ა) ტაქტიკური მომზადება;
ბ.ბ) სპეციალური მომზადება;
ბ.გ) საცეცხლე მომზადება;
ბ.დ) საინჟინრო მომზადება;
ბ.ე) კავშირგაბმულობა;
ბ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
ბ.ზ) სამედიცინო მომზადება;
ბ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები.
გ) საინჟინრო ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
გ.ა) ტაქტიკური მომზადება;
გ.ბ) სპეციალური მომზადება;
გ.გ) საცეცხლე მომზადება;
გ.დ) საინჟინრო მომზადება;
გ.ე) კავშირგაბმულობა;
გ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
გ.ზ) სამედიცინო მომზადება;
გ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები.
დ) კავშირგაბმულობის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
დ.ა)ტაქტიკური მომზადება;
დ.ბ) სპეციალური მომზადება;
დ.გ) საცეცხლე მომზადება;
დ.დ) საინჟინრო მომზადება;
დ.ე) კავშირგაბმულობა;
დ.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
დ.ზ) სამედიცინო მომზადება;
დ.თ) საერთო-საჯარისო წესდებები.
ე) უზრუნველყოფის ოცეულის საბრძოლო მომზადების სასწავლო დისციპლინები:
ე.ა) ტაქტიკური მომზადება;
ე.ბ) სპეციალური მომზადება;
ე.გ) საცეცხლე მომზადება;
ე.დ) საინჟინრო მომზადება;
ე.ე) კავშირგაბმულობა;
ე.ვ) სამხედრო ტოპოგრაფია;
ე.ზ) სამედიცინო მომზადება;
ე.თ) საერთო-საჯარისო წესდებები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები