დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/07/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 31/07/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №333
1997 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავი აღლუმის მომზადებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
გიორგი ბერია - პოლკოვნიკი, კადრების მთავარი სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი
გელა დარჩიაშვილი - კაპიტანი, N1 მოტომსროლელი ბრიგადის საწვავ-საცხები მასალების სამსახურის უფროსი .
სოსო დევდარიანი - კაპიტან-ლეიტენანტი, სამხედრო-საზღვაო ძალების შერეული ბრიგადის შერეული შტაბის უფროსი, მეთაურის პირველი მოადგილე
იოსებ თათეშვილი - უფროსი ლეიტენანტი, 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის კავშირგაბმულობის უფროსი.
ნოდარ კბილცეცხლაშვილი - კაპიტანი, შერეული მოიერიშე-გამანადგურებელი საავიაციო პოლკის ტექნიკური ავიარგოლის უფროსი ტექნიკოსი
ვეფხია მაღრაძე - კაპიტანი, საინჟინრო სამმართველოს ოპერატიული დაზვერვის უფროსი ოფიცერი
ვალერი ნაყოფია - გენერალ-მაიორი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი
გიორგი ოსეფაშვილი - უფროსი ლეიტენანტი, N55059 სამხედრო ნაწილის სადაზვერვო-სადესანტო ასეულის მეთაური,
როსტომ ძაგანაშვილი - ზემდეგი, საჰაერო თავდაცვის ძალების N1 საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის საავტომობილო ტექნიკური საწყობის უფროსი
გერვასი ჟოლოგუა - უფროსი ლეიტენანტი, მთავარი სარდლის რეზერვის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეოთხე დივიზიონის მეთაური.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები