დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 23/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.362 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №228
2005 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ აკობია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსებისა და აუდიტის განყოფილების უფროსი
ლევან დვალიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მაყვალა იორდანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილების უფროსი
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი
ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი
შალვა ტურაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი
გივი ქვრივიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.
2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2006 წლის 1 აპრილამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები