დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.180.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №320
1997 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
ბ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“;
გ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“;
დ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“;
ე) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“;
ვ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები