დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს"საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 18/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016077 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №346
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-12 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩარიცხვა.
6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.
8. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დაწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” სტუდენტთა ჩარიცხვა.
10. შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის შესაბამისი თანხის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლის საფასური ნაკლებია შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე, ამ თანხებს შორის სხვაობა ხმარდება შემდგომ სემესტრში სწავლის დაფინანსებას.
11. შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა.
12. შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” უფლებამონაცვლედ გადაცემული თანხის, ქონებისა და შპს „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები