დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №315
1997 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის მთავრობას შორის „სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
– აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
– შეატყობინოს ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები