„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 739
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 14/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
739
09/09/2005
სსმ, 107, 14/09/2005
000000000.00.000.000000
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (14/09/2005 - 24/11/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №739

2005 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ.330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოები.“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4.

სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშროელთა მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოება.“.

3. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5.

სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;

გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, დასაცავ ობიექტებზე წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით საქართველოს პრეზიდენტის უწყვეტი, დახურული, გარანტირებული სატელეფონო, დოკუმენტური და რადიოკავშირით უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა (რომელთა დაცვასაც ახორციელებს სამსახური) სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებათა დაცულობის, საიმედოობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება.“.

4. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6.

სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვან პირთა დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;

გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;

ე) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე) გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;

ვ) ნიშნავს სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს სამსახურის კადრში დატოვებით;

ზ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;

ი) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ლ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ძალებსა და საშუალებებს;

ნ) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დასაცავი ობიექტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;

პ) უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას;

ჟ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას, ანალიტიკურ კვლევას;

რ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარაღების, სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას;

ს) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე ადმინისტრაციას რეკომენდაციას უწევს მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;

ტ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;

უ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;

ფ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;

ქ) გასცემს უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყანაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს;

ღ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. დებულების მე-8 მუხლის „ე” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების უფროსებს;“.

6. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო;

დ) პირადი დაცვის სამმართველო;

ე) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;

ვ) ოპერატიული სამმართველო;

ზ) კადრების სამმართველო;

თ) სპეციალური კავშირების სამმართველო;

ი) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;

კ) დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველო;

ლ) გენერალური ინსპექცია;

მ) სამედიცინო სამმართველო;

ნ) სამეურნეო სამმართველო;

ო) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;

პ) სამსახურის აპარატი;

ჟ) საფინანსო განყოფილება;

რ) პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი;

ს) გაცილება-ესკორტირების ქვედანაყოფი.“.

7. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 16.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები

1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.

2. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა და შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

დ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

ვ) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.

3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

გ) დასაცავ ობიექტებზე წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.

4. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და აღნიშნულ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;

გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება სამსახურის დასაცავი პირებისა და ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა გამოვლენის მიზნით;

დ) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება.

5. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;

გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;

დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა, გარდა პირადი დაცვის თანამშრომელთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ღონისძიებებისა.

6. სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა.

7. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;

ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.

8. დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა;

გ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა.

9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს ან საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, აგრეთვე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად;

ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;

გ) გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმება.

10. სამედიცინო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;

ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური-სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება-განხორციელება;

ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.

11.     სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;

გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

დ)     სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება.

12.     სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგი-ლების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ)  დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;

გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;

დ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.

13.     სამსახურის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;

გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);

ი) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

14. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.

15. პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) პირადი დაცვის თანამშრომელთა ფიზიკური, საცეცხლე, თეორიული და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა;

გ) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება პირადი დაცვის თანამშრომელთა საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით;

დ) პირადი დაცვის თანამშრომელთათვის დაცვითი ღონისძიებების სპეციფიკურობის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესწავლა, პროფესიული ჩვევების დახვეწა განსაკუთრებულ პირობებში სათანადო რეაგირებისათვის, გამო-საცდელი ნორმატივების ჩაბარება მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ.“.

16.     გაცილება-ესკორტირების ქვედანაყოფის ამოცანებია:

ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა (დასაცავი პირები) უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

გ) ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა დასაცავ პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა.“.

8. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 17.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო შტოების უმაღლესი თანამდებობის პირთა დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ ობიექტთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.“.

 მუხლი 2.   

ბრძანებულება ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი