დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 19/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.360 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №226
2005 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის განთავსების მიზნით გადაეცეს ქ. გორში, ჭავჭავაძის ქ. №56-ში მდებარე ქ. გორის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო – პოლიკლინიკური გაერთიანების შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს:
ა) ქ. გორის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს – პოლიკლინიკური გაერთიანების მატერიალურ-ტექნიკური ქონების, კერძოდ, სამედიცინო ქონების გარდა იმ ქონებისა, რომელიც აუცილებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ფუნქციონირებისათვის, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებას;
ბ) ქ. გორის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს – პოლიკლინიკურ გაერთიანებაში არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებების გადაყვანას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს გადაცემული ქ. გორის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს – პოლიკლინიკური გაერთიანების ქონების ბაზაზე ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური, კერძოდ, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა და შემდგომ ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის პირადი შემადგენლობის გადაყვანა.
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ 2006 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის განთავსების მიზნით განახორციელონ ქ. გორში, ჭავჭავაძის ქ. №56-ში მდებარე ქ. გორის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს – პოლიკლინიკური გაერთიანების შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის ღონისძიებები.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები