საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 04/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
  • Word
286
04/06/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 04/06/1997
010.330.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 286

1997 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით:

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ნანული აბულაძე – პოლიციის პოლკოვნიკი, საგამოძიებო დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე

თეიმურაზ მიქაძე – პოლიციის პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

მედლით მხედრული მამაცობისათვის:

ზაურ ალავიძე – პოლიციის პოლკოვნიკი, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

თამაზ ალანია – პოლიციის მაიორი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

გიორგი გიუნაშვილი – პოლიციის ზემდეგი, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ლეგიონის სპეცდანიშნულების ასეულის პატრულ-ინსპექტორი

მერაბ დოლიძე – პოლიციის პოლკოვნიკი, საგამოძიებო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი

დავით მამალაძე – პოლიციის მაიორი, კრიმინალური პოლიციის კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი

ბესიკ წოწკოლაური – პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა დუშეთის რაიონული განყოფილების უფროსი

მზია ხარაძე – პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს მთავარი ექსპერტი.

ე. შევარდნაძე